საქართველოში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა იწყება

საქართველოში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა იწყება

საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარების მექანიზმის შემუშავებისა და დანერგვისთვის იწყება პროექტი „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ DIGITAL RE4M პროგრამის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს EBRD-ის კაპიტალის ბაზრების განვითარების ჯგუფი.

პროგრამას საქართველოში ხელმძღვანელობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წამყვანი კონტრაქტორი “გალტ & თაგარტი”, BDO-სთან ერთად.

18 თვიანი პროექტის საერთო სტრატეგიული მიზანია საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ პირველ ეტაპზე მოხდება ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის კვლევა და იმ არსებული ბარიერების დადგენა, რომლებიც აფერხებს სხვადასხვა კომპანიებს კაპიტალის ბაზრებზე წვდომისგან. აღნიშნული საფეხური მოიცავს როგორც სამაგიდო კვლევის მომზადებას, ასევე დეტალურ ინტერვიუებს კაპიტალის ბაზრის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, ინვესტორებთან და პოტენციურ გამომცემლებთან. პროექტის მეორე ეტაპი ორიენტირებული იქნება წამახალისებელი მექანიზმის შექმნაზე, რომელიც შერჩეულ კომპანიებს დაეხმარება კაპიტალის ბაზრების ათვისებაში სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის, მათ შორის სასესხო ვალდებულებისა და კაპიტალის ჩათვლით.

„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეიქმნება სპეციალური ვებგვერდი (https://cms.org.ge/), სადაც ოქტომბრიდან პროექტში მონაწილეობის მსურველ ქართულ კომპანიებს განაცხადების დარეგისტრირების საშუალება ექნებათ. რეგისტრაციის შემდგომ შერჩეული უფლებამოსილი კორპორაციები მიიღებენ მხარდაჭერას კაპიტალის ბაზრებზე წვდომისათვის, მათ შორის დაფინანსებას ემისიასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯების დასაფარად.

შერჩევა მოხდება ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის, კაპიტალის ბაზართან დაკავშირებული რეგულაციებისა და ინვესტორების პრეფერენციების შესაბამისად.

„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ აპლიკანტებს შესთავაზებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს კაპიტალის ბაზრების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ხოლო შერჩეული კომპანიები კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ პროექტის გუნდის მიერ ორგანიზებული აქტივობებით, ღონისძიებებითა და დაგეგმილი საგანმანათლებლო ბანაკებით.

პროგრამის ფარგლებში, შერჩეული კომპანიები მიიღებენ პრაქტიკულ ინფორმაციას კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო განავითარონ თავიანთი ბიზნესი და საბოლოოდ ეფექტურად გამოიყენონ ქართული კაპიტალის ბაზრები.

(R)