გორის მუნიციპალიტეტის მერი "ტვ პირველს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ბოდიშის მოხდას მოითხოვს

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზრაშვილი ტელეკომპანია "ტვ პირველს" მორიგი დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და როგორც ტელეკომპანიისგან, ასევე მისი ჟურნალისტისგან, ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, ინფორმაცია, რომელიც "ტვ პირველმა" გაავრცელა, რომ თითქოს მან საკუთარი ეზოს მოსაპირკეთებელი მასალა არაკანონიერი გზით მიიღო, სიცრუეა.

გორის მერიის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თავზარაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს შესყიდვის დოკუმენტაცია წარუდგინა, რომელიც ადასტურებს, რომ მერმა ფილები, სხვა სამშენებლო მასალასთან ერთად, პირადად შეიძინა და მის მიერ შეძენილი ფილები სრულიად განსხვავდება როგორც ზომებით, ასევე ფერით იმ ფილებისგან, რომელსაც ქალაქში აგებენ.

"ტელეკომპანია „ტვ პირველი“ უკვე მეორე დღეა ცრუ ინფორმაციას ავრცელებს ჩემს შესახებ. დღეს მისი ჟურნალისტი ეთერში ამტკიცებდა, რომ დილიდან სამსახურში არ გამოვჩენილვარ, რაც სიცრუეა და მინდა გითხრათ, რომ დილიდან აქ ვარ და შეხვედრა მქონდა სამსახურის უფროსებთან. რაც შეეხება გუშინ გასულ სიცრუეს, რომ თითქოს მე ეზოში ის ფილები მაქვს გადამალული, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამეფოს ქუჩაზე აგებს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ტყუილია და ტელეკომპანიისგან, ასევე მისი ჟურნალისტისგან მალხაზ მიქელაძისგან მოვითხოვ ბოდიშის მოხდას, წინააღმდეგ შემთვევაში სხვაგვარად ვიმოქმედებ. ტენდერთან, რომელიც გამოაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მე და ზოგადად მერიას არ აქვს არანაირი შეხება.

მე დღეს თქვენთან შეხვედრა გადავწყვიტე, იმის გამო, რომ საზოგადოებამ გაიგოს კიდევ ერთხელ, როგორ ავრცელებს არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ტელეკომპანია „ტვ პირველი“ და გაჩვენოთ ის დოკუმენტაცია, მათ შორის ქვითრებიც, რომელიც ადასტურებს, რომ მე ის ფილები, რომლებიც ეზოში მაქვს, ერთ - ერთი კომპანიისგან შევიძინე და ისინი განსხვავდება ვიზუალურად და ზომებით იმ ფილებისგან, რომელსაც ქუჩაზე აგებენ.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ტელეკომპანია „ტვ პირველი“ დეზინფორმაციას ავრცელებს, შესაბამისად, როგორც უკვე გითხარით, ველოდები ბოდიშის მოხდას" , - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილი.

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი