რეზო ხარაზი ბათუმის მერიას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი რეზო ხარაზი ბათუმის მერიას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასა და კორუფციაში ჩართვაში ადანაშაულებს.

როგორც რეზო ხარაზმა ცენტრალურ პარკთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2015 წლიდან ბათუმში მიწისქვეშა კონტეინერები არ ფუნქციონირებს.

მისი თქმით, აღნიშნული პრობლემისთვის ბიუჯეტიდან 100 ათასზე მეტი თანხა დაიხარჯა, თუმცა პარკის მიმდებარედ ანტისანიტარიაა.

რეზო ხარაზი აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას ითხოვს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს