ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში რიგი ცვლილებები შევიდეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში რიგი ცვლილებები შევიდეს.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ყველა პუნქტზე ექნება მსჯელობა, რის შემდეგაც მიიღება ის გადაწყვეტილება, რაც ქვეყნისთვის იქნება მნიშვნელოვანი.

„ჩვენ არა გვაქვს არც პოლიტიკური, არც მორალური, არც სამართლებრივი ვალდებულება, რომ რაიმე ცვლილება მივიღოთ, თუმცა ჩვენ ვთქვით, რომ არის გარკვეული საკითხები 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის არის საკონსტიტუციო ცვლილებები. აქედან გამომდინარე, პარლამენტი მომავალ კვირაში უკვე, სამშაბათს, გაიტანს ამ ცვლილებებს პლენარული ფორმით განხილვაზე და ჩვენ კენჭს ვუყრით უკვე პირველი მოსმენით მომავალ სამშაბათს ამ ცვლილებებს. რა თქმა უნდა, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა, შეიძლება რაღაცები დაკორექტირდეს, თუმცა ამაზე ვიმსჯელებთ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად. კონსულტაციები შედგება, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში, შეიძლება მომავალ ორშაბათს, ვიდრე მოხდება კანონპროექტის გატანა პლენარულ სხდომაზე მანამდე ვიმსჯელებთ, მათ შორის ოპოზიციაც იქნება ჩართული ამ დისკუსიაში და ამ დისკუსიის საფუძველზე ჩვენ საბოლოო ჯამში გავიტანთ კანონპროექტს კენჭისყრაზე. ყველა პუნქტთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა, ყველაფერი შეიძლება გადაიხედოს, არავითარი პოლიტიკური მორალური, სამართლებრივი ვალდებულება აღარ არსებობს, თითოეული პუნქტი იქნება განსჯის საგანი, რაც იქნება ქვეყნისთვის სწორი იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, როცა საუბარია ცვლილებებზე და რეფორმებზე, არცერთი ეს ცვლილება არ ეფუძნება 19 აპრილის დოკუმენტს, რადგან დოკუმენტმა ძალა დაკარგა.

„შარლ მიშელის ყველა განცხადებაში აქცენტი კეთდება რეფორმებზე და არსად კეთდება აქცენტი რიგგარეშე არჩევნების თემაზე. რაც შეეხება რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით, ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები, სასამართლო რეფორმა და ა.შ. ჩვენ ვმოქმედებთ კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში უკვე. როცა რეფორმებზეა საუბარი, რაღაცები ხისტად წერია, მაგალითად, იგივე საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით.

როცა საუბარია ცვლილებების განხორციელებაზე, არცერთი ეს ცვლილება აღარ ეფუძნება დოკუმენტს, ის არის ანულირებული. იმ ვითარებაში მოხდა ამ დოკუმენტის ანულირება, როცა ოპოზიციური დეპუტატების ნახევარზე მეტი არ აწერდა ხელს ამ შეთანხმებას და ეს იყო 8-დან 4 ბარიერგადალახული პარტია. ამ ვითარებაში მოხდა შეთანხმების ანულირება, რაც იყო ერთადერთი ლოგიკური ნაბიჯი ჩვენი მხრიდან. აქედან გამომდინარე, ტექსტმა, ბუნებრივია, დაკარგა ძალა, თუმცა იმ ტექსტში არის ასახული ისეთი საკითხები, რომლებიც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ საკითხების გადაჭრით, ბუნებრივია, დაკავებული ვიქნებით არა ტექსტის გამო, არამედ ქვეყნის ინტერესების გამო. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და გავაგრძელებთ ამ პასუხისმგებლობით მუშაობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა