ამირან გამყრელიძე - პირბადის მაჩვენებელი 47%-მდე ჩამოვიდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 50%-დან 47%-მდე ჩამოვიდა. გამყრელიძე ყველას პირბადის ტარებისა და აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

ამასთან, როგორც მან განმარტა, აგვისტოში 700 000 აცრა გაკეთდა. მისივე თქმით, თუ სექტემბერში მილიონამდე აცრა გაკეთდება, მაშინ ეპიდვითარება კიდევ უფრო სწრაფად გამოსწორდება.

„სამწუხაროდ, პირბადის ტარების მაჩვენებელი 50%-ზე დაბლა, 47%-ზე ჩამოვიდა. არადა, ეს მთავარია. ერთი კვირის წინ გვქონდა 50%-იანი მაჩვენებელი და ეს როგორღაც უნდა ავწიოთ 70, 75, 85%-მდე. ხომ არაფერია, ყველამ ვთქვათ, რომ მოდი, სამი თვე ყველგან ვატაროთ პირბადე. თუ ამ მაჩვენებელს 95%-ზე ავიყვანთ, დარწმუნებული იყავით, ეპიდემია უფრო მალე შეკავდება. ვიცი, დღევანდელ გადაწყვეტილებაზე მედიაში ბევრი კრიტიკა იქნება, რომ კიდევ ორი კვირით შეჩერდება ტრანსპორტი, მაგრამ ახლა რომ ეპიდსიტუაციის ოდნავ გაუმჯობესება გვაქვს, აქ ლომის წილი სწორედ მობილობის დაცემაა.

ამავე დროს, რა თქმა უნდა, უფრო სერიოზულად არის აღსრულების მონიტორინგი, ილუქება დაწესებულებები, სადაც დიდი შეკრებებია. ჯარიმდებიან დაწესებულებები, რომლებიც ამ დიდ ქორწილებს აწყობენ და ა.შ. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, რომ კიდევ ორი კვირის განმავლობაში დავიცვათ წესები, რათა ეპიდსიტუაციის გარკვეულ კონდიციამდე მივიდეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ნაკლები ადამიანი დაიღუპოს. ყველამ აქტიურად ვატაროთ პირბადე და სექტემბერში არ დავაგდოთ აცრების ტემპი“, - აცხადებს გამყრელიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს