თიანეთის მუნიციპალიტეტში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს

დაბა თიანეთში, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში მოქალაქეებს კოვიდ 19-ის წინააღმდეგ აცრა ამიერიდან უკვე „ფაიზერის“ ვაქცინითაც შეუძლიათ. ამ ეტაპზე კი 20%-მდე ადგილობრივ მოსახლეს ვაქცინაცია „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ უსაფრთხო გარემოში აქვს ჩატარებული. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“აღსანიშნავია, რომ სრულფასოვანი და ეფექტიანი ვაქცინაციისათვის ადგილზე შექმნილია ყველა სათანადო პირობა, მათ შორის სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ანტიალერგიული და ანტიშოკური პრეპარატებით.

აცრებთან დაკავშირებით დაბა თიანეთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე და თიანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ელენე ჯიმშიტაშვილი. მათ მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდეს.

ცნობისათვის, ამჟამად, თიანეთის მუნიციპალიტეტში 3 ამცრელი პუნქტი, მათ შორის სოფლის 2 ამბულატორია მოქმედებს, სადაც ვაქცინაციის პროცესი აქტიურად და უსაფრთხოდ მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში კი მუნიციპალიტეტს კიდევ 1 - ახალსოფლის ამცრელი დაწესებულება დაემატება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს