მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების შედეგების გამოქვეყნება დასრულდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 31 აგვისტოს გამოქვეყნდა ტესტირების შედეგები მათემატიკაში (I-VI), ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-VI), ბუნებისმეტყველებაში (I-VI), ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, ქართულში, როგორც მეორე ენაში, სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებსა და უცხოურ ენებში.

ამით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაასრულა 2021 წლის საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში/საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაში მონაწილეების პირველადი შედეგების გამოცხადება.

„სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება პირველი სექტემბრის 10:00 საათიდან და 3 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებ-გვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge. შესაძლებელია გასაჩივრდეს როგორც კონკრეტული დავალების, ასევე მთლიანი ტესტის შეფასება. 2021 წელს მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა. ტესტირების პროცესი კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობდა. იმ აპლიკანტებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს ტესტირებაში მონაწილეობის მიღება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განისაზღვრა დამატებითი სესიები“, - აღნიშნავენ შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება