ბათუმში მოქალაქეები დღეიდან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში აიცრებიან

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, ბათუმის ქუჩებში მოქალაქეები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში აიცრებიან.

უწყების ცნობით, იმუნიზაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ადგილობრივი მთავრობის, ასევე ქ. ბათუმის მერიის მხარდაჭერით ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცეები მოეწყო და კლინიკების - რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბათუმის სამედიცინო ცენტრისა და საზღვაო ჰოსპიტლის ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ.

ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად დაათვალიერა.

„ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ, მათ აცრა ორი ვაქცინით - „ფაიზერითა“ და „სინოვაკით“ შეეძლებათ. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე არის მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.

1-ელ სექტემბერ 12:00 საათიდან, იმუნიზაციის პროცესი ინასარიძის ქუჩაზე მდებარე, სავაჭრო ცენტრ „ვილმარტის“, ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის და ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.

ვაქცინაციისთვის განკუთვნილი ახალი მომსახურება მსოფლიო ბანკის Covid-19 წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ხელშეწყობით ხორციელდება.

ახალი პროექტი „ავიცრათ ერთმანეთისთვის" საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაიწყო და ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორციელდება“, - აცხადებენ უწყებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა