ანა ნაცვლიშვილი - პანდემია არ იმართება, არამედ გადაწყვეტილებების მიღება ქაოტურად, ბნელ ოთახში ხელის ცეცების პრინციპით ხდება

კორონავირუსის მართვის უწყებათაშორისი საბჭო არღვევს კანონს, არ ასაჯაროვებს და ფაქტობრივად, მალავს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა არგუმენტებით და რის საფუძველზე იღებს ეს საბჭო გადაწყვეტილებებს და საზოგადოებას უდგენს, რისი გაკეთების უფლება გვაქვს და რისი არა, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პანდემია არ იმართება, არამედ „გადაწყვეტილებების მიღება ქაოტურად, ბნელ ოთახში ხელის ცეცების პრინციპით ხდება“. ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რატომ არის სკოლები დახურული მაშინ, როცა რესტორნები არის ღია და რა კვლევები დგას მიღებული გადაწყვეტილებების უკან. დეპუტატი საბჭოსგან საჯარო ინფორმაციის მიღებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თავად აღნიშნავს, ამ საკითხზე სასამართლოს მიმართავს.

„ჯერ კიდევ 10 აგვისტოს ოფიციალური წერილით მივმართე უწყებათაშორის საბჭოს და ვთხოვე მათ საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობაზე დაყრდნობით მოეწოდებინათ ამ წელს ჩატარებული ყველა სხდომის ოქმის ასლი. ეს დოკუმენტები და მათი საჯაროობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა არგუმენტებზე და ტენდენციებზე დაყრდნობით მიიღო საბჭომ გადაწყვეტილება, რომ მაგალითად, რესტორნები უნდა იყოს ღია და სკოლები დახურული, რომ ბაღები ვერ დაიწყებენ ფუნქციონირებას, უნივერსიტეტებში სწავლა არ განახლდება, რომ საჯარო ტრანსპორტი კვლავ არ მუშაობს და მოქალაქეები არიან ძალიან მძიმე ფინანსური ტვირთის წინაშე, რადგან მათ არ შეუძლიათ საჯარო ტრანსპორტით გადაადგილება. როგორ მუშაობს საბჭო, არის სრულიად გაუმჭვირვალე და არათუ მათი სხდომები არ გადაიცემა მედიით, რაც იქნებოდა მაღალი დემოკრატიული სტანდარტი, სხდომის ოქმების მოწოდება არ უნდათ. მე მინდა მედიით მათ კიდევ ერთხელ მივმართო და მივმართავ ოფიციალური წერილით კიდევ ერთხელ, სხვა შემთხვევაში მომიწევს ვიდავო სასამართლოში, რომლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი, პრინციპული და ღირებულებითი საკითხია - გაასაჯაროვეთ, რა კვლევებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით უწყვეტთ საზოგადოებას, როგორ ვიცხოვროთ, რომ გამობრძანდებით ხოლმე და საზოგადოებას მზამზარეულ დირექტივებს აძლევთ როგორც ვიცხოვროთ, რას ემყარება თქვენი გადაწყვეტილებები?! დემოკრატიულ საზოგადოებაში პანდემიის მართვა ასე არ ხდება,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტი ზედამხედველობას არ უწევს მთავრობას, შესაბამისად, უმართაობაზე და გაუმჭვირვალობაზე პასუხისმგებლობა მმართველ ძალას და საპარლამენტო უმრავლესობას ეკისრება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს