კობა ლურსმანაშვილი - ხარაგაულს დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული

„ხარაგაულს დიდი პოტენციალიაქვს, რომელიც მაქსიმალურად უნდა იყო გამოყენებული, მაგრამ ყველაზე დიდი პოტენციალი, ხართ თქვენ ადგილობრივი მოსახლეობა. მჯერა, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა წარდგენაზე.

მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ თავის გამოცდილებას კვლავაც ხარაგაულს მოახმარს.

,,პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 8 წლის განმავლობაში 120 მილიონზე მეტი ლარია დახარჯული ხარაგაულში სხვადასხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. ჩვენ, ყველა ერთად ვგრძნობთ ამ აღმშენებლობას, რომელიც ხარაგაულში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიმდინარეობს. შენდება ევროპული დონის სკოლები, ასეულობით კილომეტრი გზები, მათ შორის, სასოფლო. არაერთგზის ვიყავი თქვენს მიერ არჩეული, როგორც ხარაგაულის საკრებულოს წევრად, ისე ხარაგაულის გამგებლად, საქართველოს პარლამენტის წევრად, ვაფასებ და ვიცი ამ ნდობის ფასი. ადგილობრივ ხელისუფლებას და თქვენ, ადგილობრივ მცხოვრებლებს ერთი ინტერესი გვამოძრავებს. ამიტომ, თვითმმართველობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, საკრებულო, ბოლომდე იხარჯება იმისთვის, რომ მოგვარდეს ის პრობლემები, რომელიც დაგროვილია ხარაგაულში. ბევრი პრობლემა გადაიჭრა და ბევრი მიმდინარე პროექტი გვაქვს.

ბორითის თემში, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, არ შემიძლია არ აღვნიშნო, დიდია ბიძინა ივანიშვილის დამსახურება კატასტროფის ცენტრის განვითარებაში. ეს ცენტრი ემსახურება სოფელ ბორითსა და მთელ ხარაგაულს. წინა ხელისუფლების პირობებში, ხარაგაულში ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები გაუსაძლის პირობებში მუშაობდნენ პრეზიდენტის მიერ ერთ ლარად გაჩუქებულ დაწესებულებაში, სადაც ლამის თავზე ენგრეოდათ შენობა. მაშინ ალბათ, ყველაზე საჭირო დროს გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ხარაგაულს ჰქონოდა შესაბამისი სტანდარტებით მოწყობილი ახალი საავადმყოფო, რაც ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურება. ყოველთვის მიმაჩნდა და ვფიქრობდი, რომ ხარაგაულს, აქვს დიდი პოტენციალი, რომელიც მაქსიმალურად უნდა იყო გამოყენებული, მაგრამ ყველაზე დიდი პოტენციალი, ხართ თქვენ ადგილობრივი მოსახლეობა. მჯერა, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას, ხარაგაული თავის გადამჭრელ სიტყვას იტყვის თვითმმართველობის არჩევნებში“ - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

მან ხარაგაულის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან: ბესიკ კვირიკაშვილი, კიაზო გამრეკელაშვილი, შმაგი ხიჯაკაძე, პავლე კიკალიშვილი, იამზე პაქსაშვილი, ლენა აბაშიძე, დოდო ხაჩიძე, ვახტანგ ტალახაძე, ვერა ოდიკაძე, მერაბ ტალახაძე, დავით კიკნაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო