კახა ოქრიაშვილი - იმედს გამოვთქვამ, ოქტომბრის რეფერენდუმზე ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ დაუშვებენ არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებას

საზოგადოებას შევახსენებ, რას წარმოადგენს შარლ მიშელის დოკუმენტი: მასში გაწერილია იმ აუცილებელი რეფორმების მინიმუმი, სასამართლო თუ საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას დემოკრატიულ სტაბილურობამდე მიიყვანს. არ განხორციელდება ეს რეფორმები?! მაშინ არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური სტაბილურობა არ იქნება ჩვენს ქვეყანაში. საქართველო წინ ვერ წავა, ეკონომიკური სიდუხჭირე და სიღარიბის რეკორდული მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება ქვეყანაში. საქართველოს დღეს პერსპექტივა აღარ აქვს და აღარც სამომავლო პერსპექტივაზეა საუბარი.

და აი, პირველი, ჩვენი ქვეყნისთვის სამწუხარო შედეგი - ევროკავშირის კიდევ ერთი უარი ფინანსურ მხარდაჭერაზე, რადგან საქართველოში დაპირებული დემოკრატიული რეფორმები არ განხორციელდა! სწორედ ეს არის ის პოლიტიკური ფასი, რომელსაც იხდის ქვეყანა „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოსვლის შედეგად.

იმედს გამოვთქვამ, ოქტომბრის რეფერენდუმზე ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ დაუშვებენ არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებას და არ სცნობენ ლეგიტიმურად იმგვარ პირობებში ჩატარებულ არჩევნებს, როგორც ეს 2020 წელს მოხდა.

მინდა, თხოვნით მივმართო დასავლელ პარტნიორებს - ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიულ არჩევნებს, რადგან მიდგომა, თითქოს ჩვენ ვართ ჩამორჩენილი დემოკრატიის მქონე ქვეყანა, სადაც არაერთი ხარვეზით ჩატარებული არჩევნები დასაშვებია, ჩვენთვის მიუღებელია!

ჩვენ გვესმის, რომ გასული საპარლამენტო არჩევნები პანდემიის პირობებში ჩატარდა, რამაც გარკვეულწილად, განაპირობა არსებული ხარვეზები, მაგრამ ამგვარად ჩატარებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციით სარგებლობს ყველა, მათ შორის არსებული ხელისუფლება! ჩვენი მოსახლეობა ვერ შეეგუება კიდევ ერთ ასეთ არჩევნებს და მისი შედეგების ლეგიტიმურად ცნობას სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ჩვენ გვჭირდება ჭეშმარიტად დემოკრატიული, თავისუფალი წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების დღე და შედეგების დათვლის პროცესი, ყოველგვარი მოსყიდვისა და დაშინების გარეშე!

ვთხოვთ დასავლეთს, ბოლომდე დაგვიდგეს გვერდით ქართველ ხალხს და მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, აიძულოს დღევანდელი გარდამავალი ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება, აწარმოოს სამართლიანი წინასაარჩევნო პერიოდი და თავისუფალი არჩევნები, როგორც ეს ჭეშმარიტ დასავლურ დემოკრატიებში ხდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა