რატი ბრეგაძე - კომპანია, რომელიც ემსახურება იუსტიციის სამინისტროს და უზრნველყოფს პატიმრების კავშირს ოჯახებთან, საავადმყოფოებშიც შევა და უზრუნველყოფს მათ შორის კომუნიკაციას

ერთ კვირაში, კერძო კლინიკებში მყოფი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას მათი ოჯახის წევრები გამარტივებულად, კლინიკაშივე შეძლებენ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღეს ვანში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი წარადგინა.

რატი ბრეგაძის განმარტებით, კოვიდ ინფიცირებულ პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლას შესაბამისი კომპანია უზრუნველყოფს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ემსახურება.

„იმ პატიმრებს, რომლებიც დღეს იმყოფებიან კერძო კლინიკებში, იმისთვის რომ მათ ჰქონდეთ საშუალება ეკონტაქტონ საკუთარ ოჯახებს და ჯანმრთელობის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია, სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში მიეცემათ ამის საშუალება კერძო კლინიკებიდანაც კი. კომპანია, რომელიც ემსახურება იუსტიციის სამინისტროს და უზრუნველყოფს პატიმრების კავშირს ოჯახებთან, საავადმყოფოებშიც შევა და უზრუნველყოფს მათ შორის კომუნიკაციას. ეს არის ნათელი სხვაობა იმ დამოკიდებულებას შორის, როდესაც მაგალითად, პატიმრებს აყურებინებდნენ მიცვალებულს და აბამდნენ გარდაცვლილი პატიმრების გვერდით. დღეს კი, საავადმყოფოში მყოფ პატიმარს ეძლევა იმის საშუალება, რომ დაუკავშირდეს საკუთარი ოჯახის წევრებს", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა