ნუნუ მიცკევიჩი - ვაქცინაცია აუდიტორიის სივრცეში ჩვენი დაბრუნების პროცესს დააჩქარებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, “ფაიზერის” ვაქცინის მეორე დოზით აიცრა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს შექმნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამისათვის კი მნიშვნელოვანი მექანიზმია ვაქცინაცია, რომელშიც პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ზოგადად, საზოგადოება კიდევ უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ.

„უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის ყველა წარმომადგენელს, როგორც სტუდენტებს, ასევე პროფესორ მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ვთხოვთ, ყველამ ერთად ვიზრუნოთ უსაფრთხო უნივერსიტეტების პოლიტიკაზე, რაც აუდიტორიის სივრცეში ჩვენი დაბრუნების პროცესს დააჩქარებს”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროსთან თანამშრომლობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, ვირუსის გავრცელების პრევენციასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გახსნილი სპეციალურ ამცრელ კაბინეტებში განათლების სფეროს წარმომადგენელთა აცრა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს