ირაკლი შიოშვილი ყვარელში დასეტყვილი ყურძნის მიღების პროცესს გაეცნო

კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესი გრძელდება.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი ყვარელში იმყოფებოდა, სადაც შპს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ დასეტყვილი ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო და მევენახე ფერმერებს შეხვდა.

ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„27 აგვისტოდან დღემდე 9000 ტონამდე დასეტყვილი ყურძენია გადამუშავებული. ეს პროცესი გრძელდება, დღეს პირადად დავესწარი ყვარელში, ქარხანაში ყურძნის მიღებას და მინდა აღვნიშნო, რომ ფერმერებს შეფერხების გარეშე შეუძლიათ დაზიანებული მოსავლის ჩაბარება. დასეტყვილი ყურძნის მიღების პროცესი 3 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება“, - აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ცნობითვე, 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძენი ღვინის საწარმოებს 1300-მდე მევენახემ ჩააბარა - მათი შემოსავალი 8 მლნ ლარს აღწევს.

სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ 9 ლოკაციაზე შეუფერხებლად იღებდა სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა