თორნიკე შარაშენიძე - თუ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ აიღო და ვადამდელ არჩევნებზე უარი თქვა, მმართველ გუნდში და მთლიანად ქვეყანაში ძალიან დიდი კრიზისი იქნება

თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძალაუფლებას ასე ჩააფრინდება და ამის გამო დაიმსახურებს დასავლეთის კრიტიკას, შესაძლოა ამით იგი შეგნებულად თუ შეუგნებლად დაშორდეს დასავლურ კურსს. ანუ ეს პროცესი გამოიწვის გარკვეული დოზით.

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ჯიპა-ს პროფესორს, თორნიკე შარაშენიეს ესაუბრა.

- ბატონო თორნიკე, თბილისის მერობის კანდიდატად გახარიას ხილვა მოულოდნელი არ იყო. მან თავისი გუნდიდან თითქმის მთელი ქვეყნის მაშტაბით წარმოადგინა არჩევნებში მონაწილე თანაგუნდელები.

თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელებამ და საარჩევნო პროცესში მისი თანაგუნდელების ჩართვამ რა კორექტივები შეიტანა მოახლოებული არჩევნების წინასაარჩევნო მარათონში?

- თბილისის მერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ ექსპრემიერი გახარია საარჩევნო კამპანიაში სრულფასოვნად ჩაერთო. აქამდე იგი არ მონაწილეობდა დებატებში, უფრო რეგიონებში ხვდებოდა მოსახლეობას და პარტიული სტრუქტურების შექმნით იყო დაკავებული.

თბილისის მერობის კანდიდატად გახარიას დასახელება შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რომ როგორც ამბობენ გახარიამ ვერ დაითანხმა თბილისის მერობაზე ეყარა კენჭი არჩილ არველაძეს და საბოლოოდ გადაწყვიტა თავად მიეღო მონაწილეობა თბილისის მერის არჩევნებში.

ეს გასაკვირი არცაა, რადგან ყველას ვისაც უნდა ქართულ პოლიტიკაში სერიოზულ ფიგურად იქცეს, მოახლოებულ არჩევნებზე რაღაც შედეგი უნდა დადოს. თბილისის მერობას გახარია ვერ მოიგებს, მაგრამ რაღაც შედეგი უნდა დადოს. ვფიქრობ, ამის გამო გადაწყვიტა გახარიამ თავად ეყარა კენჭი თბილისის მერობაზე.

ყველას ვისაც უნდა ქართულ პოლიტიკაში სერიოზულ ფიგურად იქცეს, მოახლოებულ არჩევნებზე რაღაც შედეგი უნდა დადოს. თბილისის მერობას გახარია ვერ მოიგებს, მაგრამ რაღაც შედეგი უნდა დადოს. ვფიქრობ, ამის გამო გადაწყვიტა გახარიამ თავად ეყარა კენჭი თბილისის მერობაზე

ჩვენ ვხედავთ, რომ გახარიას გარშემო არსებობს რამოდენიმე შეთქმულების თეორია, ერთია, რომ იგი მუშაობს სააკაშვილის დავალებით, მეორეა, რომ იგი მუშაობს მოსკოვის დავალებით და მესამეა, რომ მუშაობს უშუალოდ ივანიშვილის დავალებით. ჩემი აზრით, ამ სამი ვერსიიდან შედარებით მეტი არსებობის უფლება აქვს მესამე ვერსიას, მაგრამ მე ამასაც ვერ ვიტყვი დარწმუნებით.

მიზეზი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები მას ებრძვიან გააფრთებით და ეძახიან მოღალატეს, ჩემი აზრით არის მარტივი - „ოცნებას“ უნდა, რომ გახარიამ წაიღოს ოპოზიციური ხმები და არა „ქართული ოცნების“ ხმები. მმართველი გუნდი მას რაც მეტად დაუძახებენ მოღალატეს, იგი მით ნაკლებად აიღებს „ქართული ოცნების“ ხმებს და მეტად შეძლებს ოპოზიციური ხმების მობილიზებას. ამით აიხსნება ის, რაც მის თავს ხდება.

- თბილისი მერის არჩევნებში გახარიას მონაწილეობა აღმოჩნდება თუ არა იმის მიზეზი, რომ თბილისში მერის ასარჩევად მეორე ტური ჩატარება გახდება აუცილებელი?

- არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი და რთულია ამის თქმა. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე თბილისის მერობის კანდიდატები როგორ ჩაატარებენ საარჩევნო კამპანიას. ამ ეტაპზე უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ თბილისი მერის არჩევას მეორე ტური დასჭირდება.

- 1 სექტემბერი იმითაც იყო საინტერესო, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე “ნაციონალებმა“ გააკეთეს განხცადება, რომ უერთდებიან შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებას.

მიშელის დოკუმენტზე „ნაცმოძრაობის“ მიერთება რას კორექტივებს შეიტანს მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში?

- „ნაციონალებმა“ აშკარად დაგვიანებული ნაბიჯი გადაგეს. ეს მათ აქამდეც უნდა ექნათ. მიშელის დოკუმენტზე მიერთებით „ნაციონალები“ ცდილობენ ისევ იქცნენ დასავლეთის ფავორიტები, როგორც ოდესღაც იყვნენ. დასავლეთისთვის ბრძოლაში „ნაციონალები“ „ქართულ ოცნებასთან“ აშკარად დამარცხდნენ, რადგან ბევრი სერიოზული შეცდომა დაუშვეს.

„ნაციონალებმა“, როცა მათ დასავლელი პარტნიორები პარლამენტში შესვლას სთხოვდნენ და ისინი არ შედიოდნენ, მათ პრაქტიკულად შეუსვლელობით თავისი დესტრუქციულობა გამოავლინეს. „ნაციონალებს“ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ჰქონდათ ორი გზა, ისინი ორივე გზის გამოყენებას ერთდროულად ცდილობდნენ. დასავლეთის მეშვეობით „ქართულ ოცნებაზე“ წეზოლა და ქუჩაში ხალხის გამოყვანა. ვნახეთ, რომ მათ ვერცერთი ეს გზა არ გამოუვიდათ. ის კი არა, რაღაც ეტაპზე „ქართულმა ოცნებამ“ მათ აშკარად აჯობა დასავლეთის გულის მოგებისთვის ბრძოლაში.

მაგრამ, ქართულმა ოცნებამ“ მიშელის დოკუმენტიდან გამოსვლით და იმით, რაც ამას მოჰყვა, „ნაციონალების“ მსგავსად დაკარგა დასავლეთის კეთილგანწყობა. როგორც ჩანს, ახლა მიშელის შეთანხმებაზე მიერთებით „ნაციონალები“ ცდილობენ დასავლეთის კეთილგანწყობის მოპოვებას. რამდენად შეძლებს ამის გაკეთებას რთული სათქმელია, რადგან ეს ასე მარტი ნამდვილად აღარ იქნება.

ქართულმა ოცნებამ“ მიშელის დოკუმენტიდან გამოსვლით და იმით, რაც ამას მოჰყვა, „ნაციონალების“ მსგავსად დაკარგა დასავლეთის კეთილგანწყობა. როგორც ჩანს, ახლა მიშელის შეთანხმებაზე მიერთებით „ნაციონალები“ ცდილობენ დასავლეთის კეთილგანწყობის მოპოვებას

ჩემი აზრით, „ქართულმა ოცნებას“ და „ნაციონალებს“ დაკარგული აქვთ დასავლეთის კეთილგანწყობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორივესთვის ძალიან ძნელი იქნება ამ კეთილგანწყობის დაბრუნება.

- 19 აპრილის მიშელის დოკუმენტი ნატოს და ევროკავშირს საქართველოს სამომავლო საგზაო რუკად აქვს აღიარებული.

მას შემდეგ, რაც 19 აპრილის შეთანხმებას „ნაციონალები“ შეუერთდნენ, ახლა საინტერესოა რა საპასუხო ნაბიჯს გადაგამს „ქართული ოცნება“ - გააგრძელებს იმის მტკიცებას, რომ იგი ამ შეთანხმებას არ დაუბრუნდება, თუ რა გზას აირჩევს?

- “ქართული ოცნება“ ისე უაპელაციოდ გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან, რომ ახლა, რომც მოინდომის დაბრუნება, ასე მარტივად ვერ დაუბრუნდებიან, რადგან მათივე ამომრჩევლის წინაშე სახის შენარჩუნების პრობლემა ექნებათ.

„ქართულმა ოცნებას“ და „ნაციონალებს“ დაკარგული აქვთ დასავლეთის კეთილგანწყობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორივესთვის ძალიან ძნელი იქნება ამ კეთილგანწყობის დაბრუნება

19 აპრილის შეთანხმებაში დაბრუნება მისაღები არ აღმოჩნდება „ქართული ოცნების“ ყველაზე რადიკალი ამომრჩევლებისათვის. არადა, არჩევნების წინ სწორედ ამ ხმების მობილიზება დასჭირდება „ქართულ ოცნებას“. ამ დოკუმენტიდან გამოსვლით მოხდა რადიკალი მეოცნებეების ხმების მობილიზაცია და ახლა არჩევნების წინ შეთანხმებაში დაბრუნება „ქართულ ოცნებას“ ავნებს.

19 აპრილის შეთანხმებაში დაბრუნება მისაღები არ აღმოჩნდება „ქართული ოცნების“ ყველაზე რადიკალი ამომრჩევლებისათვის. არადა, არჩევნების წინ სწორედ ამ ხმების მობილიზება დასჭირდება „ქართულ ოცნებას“

ყოველ შემთხვევაში, მე მგონი ისინი ასე ფიქრობენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ჯერჯერობით 19 აპრილის შეთანხმებაში არ დაბრუნდება. თუმცა, არაა გამორიცხული ამ თემაზე მათ გარკვეული ჟესტების გაკეთება მოუწიოთ. რადგან ისე არ უნდა გამოუვიდეთ, რომ მათ აშკარად აქციეს ზურგი დასავლეთს.

- „ნაციონალების“ 19 აპრილის შეთანხმებაზე მიერთებით ალბათობა იმისა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმი არა მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, აშკარად გაზრდილია. ასეა მიუხედავად იმისა, რა პოზიციას დაიკავებს „ქართული ოცნება“.

თქვენთვის 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია თუ მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები?

- თავის დროზე მიშელის დოკუმენტში ჩაიწერა 43%-იანი დათქმა და 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმი უნდა ყოფილიყო. ეს იყო კარგი შანსი ლეგიტიმაციის პრობლემა მოხსნოდა პარლამენტს. ან დანიშნულიყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თუ „ქართული ოცნება“ 43%-ს აიღებდა, პარლამენტს აღარ ექნებოდა ლეგიტიმაციის პრობლემა, ან პირით.

მაგრამ, პრობლემა იმაშია, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები არის ადგილობრივი არჩევნები. ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლის მობილიზაცია ყოველთვის ჭირს. ეს გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“ როცა გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან და პრაქტიკულად მოახლოებულ არჩევნებს რეფერენდუმის დატვირთვა დაუკარგა.

2 ოქტომბრის არჩევნები არის ადგილობრივი არჩევნები. ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლის მობილიზაცია ყოველთვის ჭირს. ეს გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“ როცა გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან და პრაქტიკულად მოახლოებულ არჩევნებს რეფერენდუმის დატვირთვა დაუკარგა

ამის გამო გამოაცხადა მეორე დღეს სააკაშვილმა რომ ჩამოვდივარ საქართველოშიო და ისევ აწია ტემპერატურა და შეეცადა ამ არჩევნებისთვის რეფერენდუმის დატვირთვა დაებრუნებინა.

- ხელისუფლების ამოცანაა, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმი არაა. ოპოზიციის ამოცანაა დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია.

თქვენი დაკვირვებით ჯერჯერობიც რომელი მხარე უფრო აღწევს მიზანს?

- ხელისუფლება უფრო აღწევს მიზანს და არა იმიტომ რომ იგი ძალიან კარგად მოქმედებს, არამედ იმიტომ, რომ პანდემიის ფონზე და საზოგადოების ფლუსტრაციის ფონზე ჩემი აზრით, ხალხი პასიურობით გამოირჩევა.

ხალხის პასიურობას ბევრმა რამემ შეუწყო ხელი. პანდემიამ და იმან, რომ ტელევიზორში ყოველ დღე უყურებს პოლიტიკოსების კინკლაობას, ხალხი გადაღლილია.

თუ არ ჩავთლით „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების ერთგულ არმიას, ჩემი აზრით, ხალხის უმეტესობა ალბათ არჩევნებზე არც მივა.

თუ არ ჩავთლით „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების ერთგულ არმიას, ჩემი აზრით, ხალხის უმეტესობა ალბათ არჩევნებზე არც მივა

- მას შემდეგ, რაცქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოვიდა, ხელისუფლების არა ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა - 2 ოქტომბრის არჩევნებს თავისი აზრი დაუბრუნდა. ანუ, იგი სრულად იქნება ორიენტირებული ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაზე.

არადა, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი წინა ხელისუფლების მმართველობის 9 წელზე მეტს საუბრობს, ვიდრექართული ოცნებისმმართველობის 9 წელზე და თვითმმართველობების სამომავლო გეგმებზე.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ თავად ხელისუფლება ცდილობს დაამსგავსოს ადგილობრივი არჩევნები საპარლამენტო არჩევნებს?

- „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვების კარგი შანსი აქვს. ასეა იმიტომ, რომ მათ აქვთ ადგილებზე ადმინისტრაციული რესურსი, ასევე იმიტომ რომ არჩევნების მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილი განწყობილია პასიურად. ამიტომ „ქართული ოცნება“ ცდილობს საარჩევნო რიტორიკით ტემპერატურის აწევას. მმართველი გუნდი 9 წელს იმიტომ ახსენებს ხშირად, რომ სურს „ნაცმოძრაობამ“ სწორედ ამ არჩევნებზე მიიღოს სერიოზული დარტყმა.

„ქართული ოცნება“ ცდილობს საარჩევნო რიტორიკით ტემპერატურის აწევას. მმართველი გუნდი 9 წელს იმიტომ ახსენებს ხშირად, რომ სურს „ნაცმოძრაობამ“ სწორედ ამ არჩევნებზე მიიღოს სერიოზული დარტყმა

ოპოზიციამ სულ ახლახან დაიწყო საარჩევნო კამპანია, პრაქტიკულად მთელი ზაფხული გააცდინა. თუ ამ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ოპოზიცია ძალიან დიდ დარტყმას მიიღებს. ძალების დღევანდელი განლაგებით „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი 43%-ზე მეტი მიიღოს.

- ოპოზიციის ძირითადმა ნაწილმა, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას უკვე წარმოადგინეს თავთავიანთი გუნდები.

ამ გუნდების პრეზენტაციებისგან ყველაზე მეტად თქვენ რა დაგამახსოვრდათ, რამ გაგაკვირვათ და რა იყო საინტერესო?

- წინასაარჩევნო კამპანიებს ტელევიზიით არ ვადევნებ თვალს, ძირითადად ვკითხულობ და ისე ვიგებ ახალ ამბებს.

რასაც ვკითხულობ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით პარტიების წინასაარჩევნო კამპანიებში განსაკუთრებულად საინტერესო და კრეატიული არაფერი მომხდარა.

- გვერდს ვერ აუვლით თემას, რომელიც ეხება ხელისუფლების მიერ ევროკავშირის სესხზე უარის თქმას. ახლა ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ შესაძლოა, მომხდარი იმის ნაწილიც იყოს, რომ ხელიუსუფლებამ დეკლარირებულ პროდასვლურ საგარეო კურსზე თქვა უარი.

თქვენ როგორ აღიქვით ხელისუფლების ეს ნაბიჯები და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მმართველმა გუნდმა უარი თქვა ევროინტეგრაციის პროცესზე?

- ეს არ იყო ხელისუფლების ნაბიჯი. საქართველოს 75 მილიონი ევრო უნდა მიეღო თუ შეასრულებდა პირობას და მოახდენდა სასამართლო რეფორმას. როგორც ამერიკამ, ისე ევროკავშირმა ჩათვალა, რომ საქართველოში სასამართლო რეფორმა არ გატარებულა, თუმცა, „ქართული ოცნება“ სხვანაირად მიიჩნევს.

მე იურისტი არ ვარ და ამ თემაზე სიღმეებში ვერ შევდივარ, მაგრამ, როგორც ჩანს, სასამართლოს რეფორმირებისთვის მართლაც რაღაც-რაღაცეები ვერ შეასრულდა. არა მგონია ამერიკელები და ევროპელები ერთნაირად ცდებოდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება სასამართლოს მაინც ებღაუჭება. როგორც ჩანს, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ევროკავშირის სესხის თემა არის მიშელის შეთანხმების გაგრძელება, ეს არის გაგრძელება საკმაოდ მკვახე განცხადებების, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გააკეთეს თითქმის ღიად ამერიკის ელჩის მისამართით, რომ მას შეცდომაში შეჰყავს ვაშინგტონში მთავრობა. ალბათ გახსოვთ, რომ იმ პერიოდში სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა საქართველოს მთავრობა სწორედ მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით გააკრიტიკა.

„ქართული ოცნებისთვის“ სასამართლო არის წითელი ხაზი. თუ მათ ევროკავშირი არ მისცემს 75 მილიონ ევროს, მათ ურჩევნია ეს სესხი არ მიიღონ და სასამართლი იყოს ისეთი, როგორიც ახლა არის.

ახლა რაც შეეხება იმას „ქართულმა ოცნება“ გადაუხვია თუ არა პროდასავლურ გეზს. მე ამას ესა მარტივად არ ვუყურებ. არც იმას, რომ ლავროვმა გააკეთა განცხადება რომ მოსკოვი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად. ამაში ახალი არაფერი, ლავროვი დროდადრო ამგვარ განცხადებებს ხშირად აკეთებს ხოლმე.

თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძალაუფლებას ასე ჩააფრინდება და ამის გამო დაიმსახურებს დასავლეთის კრიტიკას, შესაძლოა ამით იგი შეგნებულად თუ შეუგნებლად დაშორდეს დასავლურ კურსს. ანუ ეს პროცესი გამოიწვის გარკვეული დოზით.

დასავლეთი დემოკრატიაა და იგი ვერ გაიგებს იმას, რომ ქვეყანას ევროკავშირი უნდოდეს და ამ ქვეყანას 12 წელი მართავდეს ერთი პოლიტიკური პარტია. ფაქტია, რომ ამ მხრივ რაღაც უნდა შეიცვალოს.

- ისეთი ქვეყნისთვის როგორც საქართველოა, აშშ-საგან და ევროკავშირისაგან დისტანცირება აშკარად სახიფათოა და ძნელი დასაჯერებალია რომ ეს მმართველი გუნდის ლიდერშიფს არ ესმოდეს...

- მმართველი გუნდიც ერთგვაროვანი არაა. იქ არიან ძალიან ნორმალური ადამიანები, რომლებიც ამას ხვდებიან და შეეცდებიან ხელისუფლებამ შეცდომები არ დაუშვას, არის ხალხი, რომელსაც საერთოდ არაფერი აინტერესებთ და ფასეულობები არ გააჩნიათ.

- იმ შემთხვევაში თუ 2 ოქტომბრის არჩევნებზე მმართვლმა გუნდმა 43% ვერ აიღო, თქვენი აზრით, „ქართული ოცნება“ დათანხმდება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას?

- თუ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ აიღო და ვადამდელ არჩევნებზე უარი თქვა, მე არ გამოვრიცხავ რომ ამის შემდეგ მმართველ გუნდში განხეთქილება მოხდეს. ნაწილი მიხვდება, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. თუ ასე მოხდა, მმართველ გუნდში და მთლიანად ქვეყანაში ძალიან დიდი კრიზისი იქნება.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს