ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ახალი მფლობელი ჰყავს

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ " ტორპედოს" ახალი მფლობელი ჰყავს. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, 27 აგვისტოს, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი ელექტრონული აუქციონის ფორმით, მერიამ განახორციელა მისსავე საკუთრებაში არსებული შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ განკარგვა.

აუქციონი 1-ელ სექტემბერს დასრულდა. 577 017 ლარად კლუბი ა(ა)იპ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ (აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე დავით კერესელიძე) მფლობელობაში გადავიდა.

ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, გუნდის გადასარჩენად, განვითარებისთვის ჩატარდა აუქციონი.

"ტორპედოს " ახალი მფლობელი ჰყავს. ჩვენ მუდმივად ვცდილობდით მოგვეძებნა ოპტიმალური ვარიანტი გუნდის გადასარჩენად და მისი განვითარებისთვის. სწორედ ამ მიზნით ჩატარდა აუქციონი და "ტორპედოს" ახალი მეპატრონეც გამოვლენილია.

წარმატებებს ვუსურვებთ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" და მის ახალ მფლობელებს!

მჯერა, ჩვენი ფეხბურთელები კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ",- აცხადებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა