„შენი იდეა ბათუმს” - პროექტის ფარგლებში 2022 წლის იდეების მიღება დაიწყო

,,შენი იდეა ბათუმს” - პროექტის ფარგლებში 2022 წლის იდეების მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იდეების რეგისტრაცია მარტივად, მხოლოდ პირადობის მოწმობითა და მოქმედი ტელეფონის ნომრით, შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე -www.idea.batumi.ge. იდეების კატეგორიებს დაემატა კოვიდ-19-ის კატეგორია, რაც კოვიდ-19-ით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შემსუბუქებისკენ მიმართულ ღონისძიენებებს გულისხმობს.

„პროექტის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობა საბიუჯეტო პროცესის ნაწილში და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეების უშუალო მონაწილეობით შემუშავდება და განისაზღვრება ბათუმის მერიის მიერ განსახორციელებელი პროექტები. მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების არეალი უნდა ექცეოდეს ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ 2019 წლიდან ახორციელებს ბათუმის მერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამისა (GGI) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მხარდაჭერით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა