რუსთავში ვაქცინაციის მოძრავმა პუნქტებმა მუშაობა დაიწყო

რუსთავში ვაქცინაციის მოძრავმა პუნქტებმა მუშაობა დაიწყო. როგორც რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეიდან რუსთავის ხუთი სამედიცინო დაწესებულების გარდა, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრის საშუალება სპეციალურად აღჭურვილ ავტობუსებში მოწყობილ ვაქცინაციის პუნქტებშიც იქნება შესაძლებელი.

„მოძრავი ვაქცინაციის პუნქტები რუსთავში, სამ ლოკაციაზე - ჭყონდიდელის დასახლებაში (რჩეულიშვილის N9 სუპერმარკეტ “მადაგონის” წინ), მე-12 მკ/რნ -ის N24 (23-ე საშუალო სკოლის წინ), მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, (სუპერმარკეტ ,,მადაგონის“ წინ) არის განთავსებული და იმუნიზაციის მსურველებს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ჩაუტარებენ აცრას.

მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესს, დღეს ადგილზე გაეცნო რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა. როგორც ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც დღემდე არ აცრილა, საკუთარ სახლთან ახლოს განთავსებულ ვაქცინაციის პუნქტში შეუძლიათ კოვიდსაწინაარმდეგო აცრის ჩატარება“, - აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ აღნიშნა, მოძრავი ამცრელი პუნქტები აღჭურვილია საჭირო ინვენტარით.

„აცრის მსურველების რაოდენობის მატებასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის ჩართულობით მოხდა მოძრავი ვაქცინაციის პუნქტების მოწყობა ავტობუსებში. ავტობუსები ქალაქის სამ სხავადასხვა უბანშია განთავსებული და შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ ყველა წესის და რეგულაციის დაცვით მოხდეს მოსახლეობის აცრა“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავში მოძრავ ვაქცინაციის ცენტრებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება “ფაიზერისა” და “სინოვაკის” წარმოების ვაქცინითაა შესაძლებელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა