ირაკლი ღარიბაშვილი - მახსენდება 2004 წლის 17 ოქტომბერი, როცა პირველად შევხვდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქ, მის სახლში, მას შემდეგ ძალიან ბევრი საქმე განვახორციელეთ და  ბევრი გამოცდილება მივიღე, რისთვისაც ყოველთვის ვიქნები მადლიერი

ვთქვათ გულწრფელად, მართლაც ამაღელვებელია და განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც იმყოფები იმ ადამიანის მშობლიურ მხარეში, რომელთანაც დაიწყე, რეალურად ისწავლე მუშაობა; ჩვენ მართლაც ვისწავლეთ მუშაობა და ის უნარები შევიძინეთ, რაც შემდგომ საქმიანობაში გამოგვადგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საჩხერის მერობის კანდიდატის, ლევან ივანაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, ხოლო საჩხერე, როგორც ყოველთვის, რეკორდსმენი იქნება.

„მახსენდება 2004 წლის 17 ოქტომბერი, როცა პირველად შევხვდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქ, მის სახლში და სწორედ მას შემდეგ ძალიან ბევრი საქმე განვახორციელეთ და ძალიან ბევრი გამოცდილება მივიღე, რისთვისაც მე პირადად ყოველთვის ვიქნები მადლიერი და ეს მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო. ჩვენ მოვისმინეთ სიმართლე, ეს არ არის მხოლოდ ლიტონი სიტყვები და ვიღაცის მოსატყუებლად ნათქვამი, მოგონილი ისტორიები. ჩვენ სიმართლეს ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ გულიდან და ვეუბნებით ჩვენს ხალხს იმასა, რაც არის, ყოველგვარი შელამაზების გარეშე. ეს არის ჩვენი ხელწერა და ასეთი ხალხი ვართ ჩვენ. ამიტომაც, გვჭირდება ძლიერად გამარჯვება. ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მსახურებას და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას. ბატონ ბენიამინ ფალავანდიშვილს მადლობა გაწეული სამსახურისთვის და წარმოგიდგენთ ჩვენს კანდიდატს, ბატონ ლევან ივანაშვილს. პირველივე დღეებიდან ლევანი იყო ჩართული „ქართული ოცნების“ გამარჯვების საქმეში. ძალიან მაგარი, მეურნე კაცი, საჩხერეს უყვარს ლევანი, ლევანს უყვარს საჩხერე და ვიცი, რომ იგი ბოლომდე დაიხარჯება საჩხერლებისთვის. წარმატება და გამარჯვება, ეჭვი არ გვეპარება, რომ ისევე, როგორც ყოველთვის, რეკორდსმენი იქნება საჩხერე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო