პაატა კვიჟინაძე - როცა ერთი  გუნდია, ყველაფერი კარგად  იქნება, წარმატებები ჭიათურას  და ახალ მერს

როცა ერთი გუნდია, ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებები ჭიათურას და ახალ მერს - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ჭიათურის მერობის კანდიდატის გივი მოდებაძის წარდგენაზე, უმრავლესობის წევრმა პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, ჭიათურის მუნიციპალიტეტში ბევრი რამ გაკეთდა და კეთდება, მოხდა სოფლების გაზიფიცირება, მოწესრიგდა წყალმომარაგება.

„ჭიათურის 22 სოფელია უკვე გაზიფიცირებულია, მოწესრიგდა წყალმომარაგება, ცენტრალური გზები ყველა სოფელში დაიგო. ყველაზე მთავარი ჩვენი ქალაქისთვის არის, „ჯორჯიან მანგანეზთან" დამოკიდებულება, რადგან ჭიათურა და მარგანეცის მოპოვებას დიდი ისტორია აქვს და პრაქტიკულად განუყოფელია. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ამ მხრივ ძალიან კარგი ტენდენციაა. ,,ჯორჯიან მანგანეზს'' და მერიას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელშიც ზუსტად გაწერილია, რა დროს რა ღონისძიება უნდა შესრულდეს მდინარე ყვირილასთან დაკავშირებით, კოოპერატივებთან დაკავშირებით, თუ რეკულტივაციის მიმართულებით. ქალაქს გადმოეცა უნიკალური შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სადაც ,,ჯორჯიან მანგანეზის'' მუზეუმი განთავსდება, რომელიც ტურისტული კუთხითაც საინტერესო იქნება.

მემორანდუმის ფარგლებში ფინანსური დახმარება განსაზღვრულია მცირე მეწარმეებისთვის. იწყება დიდი პროგრამა, რომელიც ნერგების დარგვიდან ნაყოფის რეალიზაციამდე უზრუნველყოფს სამუშაოებს. მემორანდუმის შესრულების პროცესში მოსახლეობა იქნება აქტიურად ჩართული, რათა მათ გააკონტროლონ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი. მჯერა, რომ ორი წლის შემდეგ, ჩვენ გვექნება გაუმჯობესებული ეკოლოგიური გარემო. ინფრასტრუქტურის მიმართულებით გზის საფარის დაგება დასრულდება. თითქმის მთელ ჭიათურა იქნება გაზიფიცირებული. წყალმომარაგების საკითხები იქნება ბევრად წინ წასული. მდინარე ყვირილა იქნება სუფთა და დასრულდება რეკულტივაცია.

მინდა მადლობა გადაუხადო მთავრობის წევრებს, რადგან ყოველთვის მზად არიან დახმარება აღმოგვიჩინონ პრობლემების გადაჭრაში. როცა ერთი გუნდია, ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებები ჭიათურას და ახალ მერს“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არ შემეშინდება გითხრათ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ განსხვავებულ პოლიტიკურ სტრუქტურას მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს