ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ ბინაში სავარაუდოდ, სადენებმა გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.
























