რატი ბრეგაძე - ყველას გვახსოვს ის კადრები, როდესაც ჟურნალისტებთან ავტომატებით კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელები შეიჭრნენ - ამ ყველაფერს „ქართულმა ოცნებამ"  უპრეცედენტო თავისუფლების დამკვიდრებით უპასუხა

ყველას გვახსოვს ის ცნობილი კადრები, როდესაც ტელეკამერებით და მიკროფონებით შეიარაღებულ ჟურნალისტებთან ავტომატებით კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელები შეიჭრნენ. ძირს დააწვინეს ჟურნალისტები, დაამტვრიეს ტექნიკა, ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენეს და ფაქტობრივად ტელევიზიის ანექსია მოახდინეს. ეს არც თუ ისეთი შორი წარსულია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქართული ოცნების" საჩხერის მერობის კანდიდატის ლევან ივანაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, წინა ხელისუფლება მედიაზე კონტროლს ძალადობრივი გზებით ამყარებდა და „ყველა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანს კი მონსტრად წარმოაჩენდა“.

„კარგად გემახსოვრებათ, 2012 წელს დაფუძნდა „რეალ ტვ", რომელიც წარმოადგენდა ზეციურ საქართველოს. ყველა ადამიანს, რომელსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდა, წარმოაჩენდნენ მონსტრებად. ბატონი პრემიერ მინისტრი სწორედ ამაზე საუბრობდა, რომ ამ ხალხს ჰქონდა „უნიკალური ნიჭი" რეალობის დამახინჯებისა. ანუ, ერთის მხრივ, თავისუფალი სიტყვა დააპატიმრეს, ხოლო მეორეს მხრივ შექმნეს საკუთარი სამოთხე", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მედიაზე საუბრისას რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ „მოდელირებული ქრონიკის“ ეთერში გასვლის შემდგომ ჯანმრთელობის პრობლემა არა ერთ ადამიანს შეექმნა.

„კარგად გვახსოვს, ომის შემდგომ პერიოდში იმიტირებული გადაცემით დაზაფრეს მთელი მოსახლეობა. ვიცით, რამდენი ადამიანი დაავადდა იმ პერიოდში, როდესაც წარმოაჩინეს, რომ თითქოსდა ისევ შემოსული იყო მტერი და ხდებოდა ქალაქის დაპყრობა. რა მდგომარეობაში ჩააგდეს მოსახლეობა?!

კარგად გავიხსენოთ 2012 წელი და სატელევიზიო თეფშებზე მონადირე ხელისუფლება, რომელიც ტექნიკას შეგნებულად აფუჭებდა იგივე საბაჟოზე და შემდგომში ამსხვრევდა, ლეწავდა და ცდილობდა, რომ განსხვავებული აზრი არ გავრცელებულიყო. ეს იყო რეალობა. გავიხსენოთ ჟურნალისტების დაჭერა. რამდენი ჟურნალისტი იჯდა თავისუფალი სიტყვისთვის ციხეში? წესით, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს იმისთვის, რომ შემდგომში ჩვენც არ დავკარგოთ რეალობის განცდა და ვიცოდეთ საიდან დავიწყეთ და სად მივდივართ. ამ ყველაფერს „ქართულმა ოცნებამ" უპრეცედენტო თავისუფლების დამკვიდრებით უპასუხა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

რატი ბრეგაძე - ყველას გვახსოვს ის კადრები, როდესაც ჟურნალისტებთან ავტომატებით კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელები შეიჭრნენ - ამ ყველაფერს „ქართულმა ოცნებამ"  უპრეცედენტო თავისუფლების დამკვიდრებით უპასუხა

ყველას გვახსოვს ის ცნობილი კადრები, როდესაც ტელეკამერებით და მიკროფონებით შეიარაღებულ ჟურნალისტებთან ავტომატებით კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელები შეიჭრნენ. ძირს დააწვინეს ჟურნალისტები, დაამტვრიეს ტექნიკა, ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენეს და ფაქტობრივად ტელევიზიის ანექსია მოახდინეს. ეს არც თუ ისეთი შორი წარსულია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქართული ოცნების" საჩხერის მერობის კანდიდატის ლევან ივანაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, წინა ხელისუფლება მედიაზე კონტროლს ძალადობრივი გზებით ამყარებდა და „ყველა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანს კი მონსტრად წარმოაჩენდა“.

„კარგად გემახსოვრებათ, 2012 წელს დაფუძნდა „რეალ ტვ", რომელიც წარმოადგენდა ზეციურ საქართველოს. ყველა ადამიანს, რომელსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდა, წარმოაჩენდნენ მონსტრებად. ბატონი პრემიერ მინისტრი სწორედ ამაზე საუბრობდა, რომ ამ ხალხს ჰქონდა „უნიკალური ნიჭი" რეალობის დამახინჯებისა. ანუ, ერთის მხრივ, თავისუფალი სიტყვა დააპატიმრეს, ხოლო მეორეს მხრივ შექმნეს საკუთარი სამოთხე", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მედიაზე საუბრისას რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ „მოდელირებული ქრონიკის“ ეთერში გასვლის შემდგომ ჯანმრთელობის პრობლემა არა ერთ ადამიანს შეექმნა.

„კარგად გვახსოვს, ომის შემდგომ პერიოდში იმიტირებული გადაცემით დაზაფრეს მთელი მოსახლეობა. ვიცით, რამდენი ადამიანი დაავადდა იმ პერიოდში, როდესაც წარმოაჩინეს, რომ თითქოსდა ისევ შემოსული იყო მტერი და ხდებოდა ქალაქის დაპყრობა. რა მდგომარეობაში ჩააგდეს მოსახლეობა?!

კარგად გავიხსენოთ 2012 წელი და სატელევიზიო თეფშებზე მონადირე ხელისუფლება, რომელიც ტექნიკას შეგნებულად აფუჭებდა იგივე საბაჟოზე და შემდგომში ამსხვრევდა, ლეწავდა და ცდილობდა, რომ განსხვავებული აზრი არ გავრცელებულიყო. ეს იყო რეალობა. გავიხსენოთ ჟურნალისტების დაჭერა. რამდენი ჟურნალისტი იჯდა თავისუფალი სიტყვისთვის ციხეში? წესით, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს იმისთვის, რომ შემდგომში ჩვენც არ დავკარგოთ რეალობის განცდა და ვიცოდეთ საიდან დავიწყეთ და სად მივდივართ. ამ ყველაფერს „ქართულმა ოცნებამ" უპრეცედენტო თავისუფლების დამკვიდრებით უპასუხა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია