ძლიერი წვიმის შედეგად კვარიათში გზის სავალ ნაწილზე მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად კვარიათში გზის სავალ ნაწილზე მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ბათუმის მერიაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მისული, თუმცა უამინდობის გამო გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ ეტაპზე ვერ დაიწყება.
უწყებაში ამბობენ, რომ მეწყრულ ზონასთან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება ბეტონის კედელს, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მეწყრის შედეგად დაზიანებული ბეტონის კედელი მოსახლეობის მიერ იყო აგებული.
მათივე განცხადებით, კვარიათში მოსახლეობა დროებით შემოვლითი გზით სარგებლობს.
























