ირაკლი შიოშვილი სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და დახმარება აღუთქვა

რამდენიმე საათის წინ ყვარლის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთხელ მოსულმა სეტყვამ ამჯერად ზიანი მიაყენა სოფელ შაქრიანის სასოფლო - სამეურნეო სავარგულებს. ძლიერმა ქარმა სოფელ გრემში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასევე, სეტყვის შედეგად ზიანი მიადგა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულს, სადაც წინასწარი მონაცემებით დაახლოებით 70 ჰა სასოფლო - სამეურნეო მიწის ფართობი დაისეტყვა.

„აღსანიშნავია, რომ 26 აგვისტოს მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული მოსავლის 90 % სოფელ შაქრიანის ფერმერებს ამ დროისთვის უკვე ჩაბარებული აქვთ. რაც შეეხება დღეს მიყენებულ ზიანს საქართველოს მთავრობის და პირადად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაზარალებულ მოსახლეობას ზარალი აუნაზღაურდებათ.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაზარალებული სოფლების მოსახლეობას უკვე შეხვდა, პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცესი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა