11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გიორგი ტყემალაძე - ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ბევრი განხორციელებული პროექტი და ვიცით, რა გვექნება შემდეგი 4 წლის განმავლობაში

მათ აქვთ საკუთარი სტრატეგია, ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზანი - ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ბევრი განხორციელებული პროექტი და ვიცით, რა გვექნება ამ 4 წლის განმავლობაში,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ვაკის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას მის ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის კარდიდატსა და საკუთარ შანსებთან დაკავშირებით.

როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ერთი მხრივ იცის, როგორ ვითარდება ქალაქი და მეორე მხრივ, ქალაქის გრძელვადიანი განვითარების გეგმა აქვს.

ამასთან, ტყემალაძემ ისაუბრა მის ოლქში, ვაკეში განხორციელებულ სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ ჭავჭავაძის გამზირის პროექტი არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა განვითარდეს მთელი ქალაქი.

„ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს ფეხმავლები. ჭავჭავაძის გამზირზე ფეხით მოსიარულე არის მრავლად, ტროტუარებზე მანქანები გვედგა და იქ გავლა შეუძლებელი იყო. შემდგომი პრიორიტეტია ეკომეგობრული ტრანსპორტი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გვახსოვს, რომ ჭავჭავაძეზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი საათობით იდგა საცობში, დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხშირ შემთხვევაში მოძრაობს თავისუფლად და საცობში არის უფრო მეტად კერძო ავტომობილი, რომელიც ბოლო პრიორიტეტია. ეს არ არის ერთი-ორი ადამიანის კაბინეტში გადახარშული გადაწყვეტილება, ეს არის ევროპული სტანდარტი. ყველა განვითარებული ქალაქი, რომელი მოგვწონს და როგორც გვინდა განვითარდეს ჩვენი ქალაქი, ამ პრინციპით ვითარდება.

რაც შეეხება სხვა ქუჩებს, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე, მთელი ქალაქის მასშტაბით მთავარი ძირითადი დერეფანი შევკრათ, რომლითაც აბსოლუტურად სხვა სურათს მივიღებთ, ეს ხომ მხოლოდ ერთი გამზირით ვერ იქნება გადაწყვეტილი. ეს არის უბრალოდ ნათელი მაგალითი, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი. ამიტომ, თუ გვყავდა უკმაყოფილო ადამიანები ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით გარკვეული პერიოდის წინ, დამერწმუნეთ, მათი რიცხვი დღეს ბევრად ნაკლებია. ეს დინამიური პროცესია და გარკვეული კორექტირებები შეიძლება შევიტანოთ, თუმცა, ეს პრინციპი გამართლებულია და მოსახლეობა საკმაოდ დადებითადაც აფასებს“,- განაცხადა ტყემალაძემ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო