აჭარაში უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარაში უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც აჭარის საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნციპალიტეტში დილიდან მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა.

„ხელვაჩაურის მუნიციპალიეტში მახო-სიმონეთის საავტომობილო გზაზე ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, პროცესი გრძელდება მახო-გენჯაძეების მიმართულებით ერთ ლოკაციაზე, სამუშაოები მიმდინარეობს მახო-დავითაძეების, კიბეს და ზედა თხილნარის მიმართულებითაც.

ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთი-ზუნდაგას საავტომობილო გზაზე კლდოვანი ჩამონაშალისგან გაწმენდითი სამუშაოები დარჩენილ მონაკვეთზე გრძელდება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბობოყვათი-კვირიკაული-კონცელიძეების მიმართულებით დაიმეწყრა საავტომობილო გზა, სადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ასევე შუახევის მუნიციპალიტეტში რიკიხიდი-ცინარეთის საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს კლდოვანი ჩამონაშალის გაწმენდითი სამუშაოები“,- აცხადებენ უწყებაში

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო