ქობულეთში ძლიერი ქარის შედეგად, კორპუსების და კერძო სახლების სახურავები დაზიანდა

ქობულეთში ძლიერი ქარის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სახლების სახურავები დაზიანდა. ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურა დააზიანა და ხეები მოგლიჯა.

ამასთან, უხვმა ნალექმა ქობულეთში რამდენიმე სახლის პირველი სართული დატბორა.

"ყოველი გაწვიმებისას ასეთ სიტუაციაში ვართ, ახლა ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებენ. არხებს გაწმენდა სჭირდება, თორემ კვლავ ასეთ მდგომარეობაში ჩავვარდებით, სტიქიამ ძალიან დაგვაზარალა",- აცხადებენ ქობულეთში მცხოვრებლები

ადგილობრივები მიყენებული ზიანის გამო დახმარებას ითხოვენ.

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე აცხადებს, რომ მერიის სამსახურები ზარალს ითვლიან. უწყებაში ცხელი ხაზი მუშაობს და პრობლემების იდენტიფიცირება ხდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო