თორნიკე რიჟვაძე უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი ადგილების გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტში დილიდან მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, არც ერთი ოჯახი არ დარჩება უყურადღებოდ.

„უხვი ნალექის შედეგად, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში განვითარდა მეწყრული პროცესები. ადგილზე გავეცანით სიტუაციას. მუშაობს შტაბი, რომელშიც ჩართულია როგორც აჭარის საგზაო დეპარტამენტი, აპარატი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობა. ის ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ უსაფრთხო ადგილას გადაყვანას, დღესვე იქნებიან გადაყვანილები. გეოლოგები დაიწყებენ მუშაობას და ყველაფერი გაკეთდება, რომ არც ერთი ოჯახი არ დარჩეს ყურადღების გარეშე", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

“ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უკვე გაიხსნა მახო - სიმონეთის გზა. დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები ზედა ახალშენი-ხეღრუს მიმართულებით.

ინტენსიური მუშაობის შედეგად ქობულეთი-ქათამაძეები-ალამბრის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. სტიქიის შედეგად ქობულეთში 40-მდე მეწყრული კერა წარმოიშვა და დაზიანდა ხუთი საცხოვრებელი სახლის სახურავი.

სტიქიამ დააზიანა ასევე „აგროსერვისცენტრის" სასათბურე მეურნეობა.

ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტში გრძელდება საავტომობილო გზაზე კლდოვანი ჩამონაშალისგან გაწმენდითი სამუშაოები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს