გიორგი გახარიამ და ODHIR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონსმა წინასაარჩევნო ვითარება განიხილეს

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ და ODHIR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონსმა წინასაარჩევნო ვითარება განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო ვითარება და პოლიტიკური გარემო. სადამკვირვებლო მისია დაინტერესდა პარტია „საქართველოსთვის“ წევრების და მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული დევნის ფაქტებით.

„შეხვედრას ესწრებოდნენ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრები: ნათია მეზვრიშვილი, კახაბერ ქემოკლიძე და ანა ბუჩუკური.

პარტიის წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო მისიას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია პარტიის წევრების და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული სისტემური მუქარისა და ზეწოლის ფაქტებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რეგისტრირებული კანდიდატების მიმართ ხელისუფლების მხრიდან მუქარა-ზეწოლის შედეგად კანდიდატურების მოხსნის ტენდენცია.

პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი მეთოდების გამოყენება მნიშვნელოვნად აფერხებს პარტია „საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიას. სადამკვირვებლო მისიას ასევე მიეწოდა ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამულ ხედვებზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ჟილ სარფი და პოლიტიკური ანალიტიკოსი ურდულ გუნარსდოტირი.", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს