ნინო ლაცაბიძე - რუსთავში მოსახლეობაში დადის გარკვეული ჯგუფი და ამბობს, რომ მათ შეუძლიათ დააკანონონ ავტოფარეხები - ჩვენ გვინდა, მოსახლეობა არ შევიდეს შეცდომაში

რუსთავში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მინდა მივმართო, მისცენ მოსახლეობას საშუალება, რომ ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთონ არჩევანი, - განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ,,ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ.

მისი განმარტებით, რუსთავში დადის გარკვეული ჯგუფი და მოსახლეობას ავტოფარეხების დაკანონებას ჰპირდება.

“მესმის, რომ მათ არა აქვთ არანაირი გეგმა და ხედვა მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქალაქის განვითარების და დაპირებებს იძლევიან ისეთ საკითხებზე, რომლებიც კანონიერ საფუძველსაა მოკლებული.

მოსახლეობაში დადის გარკვეული ჯგუფი და ამბობს, რომ მათ შეუძლიათ დააკანონონ ავტოფარეხები. ავტოფარეხები ხშირ შემთხვევაში განთავსებულია საზოგადოებრივ სივრცეებში და ამას არეგულირებს შესაბამისი კანონი, ამიტომ ჩვენ გვინდა, მოსახლეობა არ შევიდეს შეცდომაში.

სწორედ გასულ წელს საარჩევნო კამპანიის დროს ისმოდა ამ ტიპის დაპირებები და როგორც მაშინ იყო ეს ტყუილი, დღესაც ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას და სწორედ ამ დაპირებით ცდილობენ მოსახლეობაზე გავლენის მოხდენას საარჩევნოდ”, - განაცხადა ლაცაბიძემ.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამ შინაარსის დაპირებები ისმოდა გასულ წელს იმ ადამიანებისგან, რომლებიც დღესაც პარლამენტში სხედან.

“ამ ტიპის დაპირებები ისმოდა გასულ წელს საარჩევნო პერიოდში და ეს ადამიანები დღესაც პარლამენტარები არიან. მათ არაფერი აფერხებდათ, რომ ეს დაპირება შეესრულებინათ, გარდა ერთისა - კანონი, რომელიც ამას ეწინააღმდეგება. ჩვენ ვართ რუსთაველები, ჩვენ გვიყვარს ეს ქალაქი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არც ერთი რუსთაველი არ შევიდეს შეცდომაში და ამგვარ კანონს მოკლებულ დაპირებებს, ყოველთვის გავცემთ ძალიან ადეკვატურ პასუხებს“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს