ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე, მობილური ამცრელი ბრიგადები შეიქმნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე, მობილურმა ამცრელმა ბრიგადებმა დაიწყეს მუშაობა.

მათი ინფორმაციით, 3 ბრიგადა, მოთხოვნის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის.

"ამცრელმა ბრიგადამ იმუნიზაციის პროცესი სოფელი ტალავერიდან დაიწყო, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტებმა, სოფლის ამბულატორიაში, მოქალაქეებს „სინოვაკის“ ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს. ბრიგადები იმუნიზაციისა და პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოთი არიან აღჭურვილები. შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინის მიღება ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაშია შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ მომავალი კვირიდან ამცრელი პუნქტები დაბა კაზრეთსა და სოფელ ქვეშშიც დაემატება",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა