07.07.2025 / 08:38
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში  ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად ამცრელი ჯგუფი სოფელ ჩხორიაში იმყოფებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სოფლებში ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციითაა შესაძლებელი. ამბულატორიები, სადაც აცრა მიმდინარეობს აღჭურვილია იმუნიზაციისთვის არსებული ყველა მოთხოვნით. ვაქცინაცია „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინითაა შესაძლებელი. ,,კოვიდ 19“ საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამატებითი სივრცე ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხსნა, სადაც მოსახლეობას ადგილზე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლია იმუნიზაცია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ვაქცინაცია უკვე 25 ამცრელ დაწესებულებაშია შესაძლებელი. გარდა ამისა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებს მობილური ჯგუფები, რომლებიც სოფლებში ადგილზე ვაქცინაციას ახდენენ.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს