ნიკა მელია - 29 დღე დარჩა უტიფრობის დასრულებამდე - ოპოზიციიდან ბრძოლის მოგებას აქვს ყველაზე დიდი პეწი

29 დღე დარჩა უტიფრობის დასრულებამდე-ოპოზიციიდან ბრძოლის მოგებას აქვს ყველაზე დიდი პეწი“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ფოთში განაცხადა.

მისივე თქმით, გამარჯვებამდე 29 დღე დარჩა.

„29 დღე დარჩა ამ ქვეყნის განვითარების გზაზე უდიდესი ნაბიჯის გადასადგმელად, ანუ გამარჯვებამდე. 29 დღე დარჩა უტიფრობის დასრულებამდე, რომელიც დღენიადაგ, როგორც ნიაღვარი მომდინარეობს ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან. 29 დღე დარჩა, რომ შანსი გავუჩინოთ საქართველოს მოქალაქეს, რომ ამ ქვეყანაში, სანამ ცოცხლები ვართ, ჩვენი შვილების და შვილიშვილებისთვის განვითარებული სახელმწიფოს საფუძვლები შევქმნათ, შემდეგ დავაშენოთ და დავაშენოთ ის, რაც ჩვენი წინაპრების და თანამედროვე ქართველების სურვილია. ეს ყველაფერი შესაძლებელი არათუ არის, არამედ რეალობაა. ამას სჭირდება ძალების მობილიზაცია, ამას სჭირდება იმის რწმენა, რომ ამ ქვეყანაში ამ ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს მხოლოდ ხალხი. ვერც ერთი მილიარდერი, რამდენი მილიარდიც არ უნდა ჰქონდეს, რამდენადაც აბუჩად არ უნდა იგდებდეს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ღარიბდება და ღარიბდება იმის ფონზე, რომ ის მდიდრდება, ქართველ ხალხზე არის დამოკიდებული, მეტი არაფერზე, ჩვენს აქტივობაზეა დამოკიდებული. მშვიდად, მტკიცედ და ურყევად, როგორც ერთი მუშტი, ისე უნდა შევიკრათ განსხვავებული ადამიანები, ამაში არაფერია ცუდი“,-აღნიშნავს მელია.

როგორც ის აღნიშნავს, მილიარდერის მხრიდან არცერთი სიტყვა არ არის გაჟღერებული იმ სიღარიბეზე, რომელიც ქვეყანაშია.

„ბატონი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე 24 საათის განმავლობაში საუბრობს, თუ როგორ უნდა გაანადგურონ ოპოზიცია, როდესაც დღის განმავლობაში 80-85 ადამიანი, რბილად რომ ვთქვათ, მათივე უუნარობით კვდება“, - აღნიშნავს მელია.

მისივე თქმით, არჩევნებზე ოპოზიციიდან ბრძოლის მოგებას აქვს ყველაზე დიდი პეწი.

„2 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ ან დასავლურ სივრცეში ვიქნებით, მჯერა ვიქნებით, ან დასავლური სივრცის მიღმა, რაც არ უნდა დავუშვათ. გვემაყება, რომ შანსი გვაქვს ჩვენი ხელებით, სიმამაცით, შემართებით, ამ ქვეყნის განვითრების პროცესში უდიდესი აგური დავდოთ. ოპოზიციიდან ბრძოლის მოგებას აქვს ყველაზე დიდი პეწი. ოპოზიციიდან, როდესაც მილიარდერი გებრძვის, როდესაც გებრძვის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურად დაკომპლექტებული რიგი განყოფილებები, „ზონდერები“, „კანონიერი ქურდები“. მაშინ აქვს ამას ფასი“,-აღნიშნავს მელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა