ზუგდიდის ცენტრალური ბაზარის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ბაზრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამწვარია ოთხი ობიექტი. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.