გიორგი ტყემალაძე ნუცუბიძეზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე ნუცუბიძის III და lV მიკრორაიონებში მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში იმყოფებოდა და მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მათი თხოვნები მოისმინა და არსებული პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვა გააცნო.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დედაქალაქის მთავრობამ, განხორციელებული რეფორმებით, დაამტკიცა, რომ აქვს თბილისის განვითარების სწორი ხედვა და ყველა ის გამოწვევა, რომელიც დღეს ადგილობრივი მოსახლების წინაშე არსებობს, ეტაპობრივად დაიძლევა.

“წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში, ნუცუბიძის III და lV მიკრორაიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შევხვდით, მათი საჭიროებები მოვისმინეთ და ის გეგმები გავაცანით, რომელთა განხორციელებასაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ. ჩვენთვის ამ ადამიანების მოსაზრებების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათი აქტიური ჩართულობით უნდა გავაგრძელოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც სამწუხაროდ, იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის წინაშე ამ დროისთვის დგას. ჩვენ ჩვენი ოთხწლიანი საქმიანობით დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია პრობლემებთან გამკლავება და გვაქვს ქალაქის სწორად განვითარების გეგმა, შესაბამისად, ყველა ის გამოწვევა, რომელიც ამ დროისთვის არსებობს, ეტაპობრივად მოგვარდება",- განაცხადა ტყემალაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს