აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო - აჭარაში 157 889 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული

აჭარაში 157 889 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, აქტიურად გრძელდება მუნიციპალიტეტებში პედაგოგების ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერა.

ამასთან, აჭარის რეგიონში პედაგოგებისა და სკოლებში დასაქმებული პირების ამ ეტაპზე 50% მეტი ორჯერადად აცრილია.

შუახევის “ევექსის კლინიკაში“ პედაგოგების ვაქცინაციის პროცესს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარი ზანაქიძე დაესწრნენ.

უწყების ცნობით, გრძელდება მაღალმთიან სოფლებში გამსვლელი ბრიგადებით იმუნიზაციაც. ამ დროისთვის, გამსველელი ბრიგადების მიერ 14 ლოკაციაზე 460-ზე მეტი დოზა ვაქცინა იქნა ადმინისტრირებული.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე იმუნიზაციის პროცესს ასევე გაეცნო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურში, სადაც ძირითადად ხანდაზმულები აიცრნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ გასვლითი ბრიგადების ვიზიტების მიზანი სწორედ მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

“ვაქცინაციის გეოგრაფიული არეალის გაზრდის მიზნით, მუნიციპალიტეტების სოფლებში, რომლებიც დაშორებულია ადმინისტრაციულ ცენტრებს, იმუნიზაცია ხორციელდება გასვლითი ბრიგადების საშუალებით. ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზებით, მოქალაქეები არიან ინფორმირებულები და მიხარია, რომ დღეს ოლადაურში, საკმაოდ ბევრმა ადგილობრივმა გამოთქვა ვაქცინაციაში ჩართვის სურვილი, მათ შორის ხანდაზმულებმა და ოჯახებმა სრული შემადგენლობით. ეს პროცესი გრძელდება და ეტაპობრივად იმართება ყველა მუნიციპალიტეტის სოფლებში“, - აღნიშნა მარი ზანაქიძემ.

ამ დროისთვის აჭარაში, მოზრდილი მოსახლეობის 37.3 % ერთი დოზითაა აცრილი, ხოლო ორი დოზით - 20.9 %.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს