აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 41 ადამიანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 41 ადამიანი კრიტიკულად მძიმედ, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 8 ადამიანი გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, კოვიდ კლინიკებში 815 პაციენტი მკურნალობს, ხოლო კოვიდ სასტუმროში 896 და ონლაინ კლინიკაში 5185 პირია.
























