სერგო ხიდეშელი - ჩემო ონელებო, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი განვითარების სასარგებლოდ, ჩვენი შვილებისა და ჩვენი საყვარელი ონის უკეთესი მომავლისთვის

ჩემო ონელებო, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი განვითარების სასარგებლოდ, ჩვენი შვილებისა და ჩვენი საყვარელი ონის უკეთესი მომავლისთვის.- ამის შესახებ „ქართული ოცნების" ონის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშელმა წარდგენაზე განაცხადა.

მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებას" გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ონმა არჩევანი განვითარების სასარგებლოდ უნდა გააკეთოს.

„ზუსტად ვიცი და გათავისებული მაქვს ყველა ის პრობლემა თუ გამოწვევა, რაც ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, უბნებსა თუ თითოეულ დასახლებულ პუნქტში მცხოვრები ადამიანების წინაშე დგას. ჯერ კიდევ ბევრი პროექტია განსახორციელებელი, რისთვისაც მე და ჩემი გუნდი მთელი შემართებით ვემზადებით. ვიცით, სად რა არის გასაკეთებელი და ამ გამოწვევებთან გამკლავების რესურსიც გვაქვს.

აქ ცხოვრობენ მშრომელი, დინჯი და პატრიოტი ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავენ და ინახავენ საუკუნოვან ტრადიციებს, რითაც ასე ვამაყობთ. ონსა და ონელებზე ზრუნვა, აქ მცხოვრები ხალხის დაფასება და მათ გვერდში დგომა 2012 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო, როდესაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ რეგიონების თანაბარი განვითარება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა.

ჩემო ონელებო, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი განვითარების სასარგებლოდ, არჩევანი ჩვენი შვილებისა და ჩვენი საყვარელი ონის უკეთესი მომავლისთვის. გპირდებით, რომ საჯარო სამსახურში და სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობისას დაგროვილ გამოცდილებას ამ რაიონში მცხოვრებთა კეთილდღეობას მოვახმარ. ონის მუნიციპალიტეტის თითოეულ მოსახლესთან ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვიქნები და თქვენთან ერთად, ახალი იდეებითა და პროექტებით, კიდევ უფრო გავამდიდრებ ჩვენს კუთხეს. დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის განვითარებას.

წარმოგიდგენთ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს: როსტომ ლობჯანიძე, მერაბ ბიჭაშვილი, მადლენა მეტრეველი, გიორგი მარკოიშვილი, გივი მეტრეველი, მამუკა ყავლაშვილი, ბესიკ მაისურაძე, რევაზ საბანაძე, ბიძინა ყიფიანი, ბიჭიკო კერვალიშვილი, ვლადიმერ ბერელიძე“, - განაცხადა სერგო ხიდეშელმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო