ანზორ მელია - მე უზუგდიდოდ ერთი წუთიც არ მიცოცხლია, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ზუგდიდი არ უნდა შევარცხვინო

ოპოზიციის ნაწილის ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ანზორ მელია დღეს ზუგდიდის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

როგორც ანზორ მელიამ აღნიშნა, მისთვის ზუგდიდი და ზუგდიდელები ყოველთვის პრიორიტეტული იყო და ასეც გაგრძელდება.

"მე უზუგდიდოდ ერთი წუთიც არ მიცოცხლია. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ზუგდიდი არ უნდა შევარცხვინო.

ხომ არიან ადამიანები, რომლებიც თბილისში როცა გადადიან და წარმატებას აღწევენ, ავიწყდებათ, საიდან არიან, მე ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ მე ზუგდიდელი ვარ.

ეს თვისებები ზუგდიდმა გამომიმუშავა - ჩემმა მშობლებმა, ჩემმა ნათესავებმა, ჩემმა მასწავლებლებმა",- აღნიშნა მელიამ.

ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო:ანზორ მელია ზუგდიდიდის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა