14.07.2025 / 09:02
ბათუმში, ბარცხანის ხიდის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

ბათუმში ე.წ. ბარცხანის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები წინსწრებით სრულდება და რამდენიმე დღეში სატრანსპორტო მიმოსვლა სრულად აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეცნო და აღნიშნა, რომ ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები, პანდემიის მიუხედავად არ შეფერხებულა და პროექტების განხორციელება დინამიურად მიმდინარეობს.

“პანდემიის მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ბათუმში, ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა და ერთ კვირაში მთლიანად დასრულდება. უკვე დასრულდა გოგოლის ქუჩის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია, რომ მერიის სამსახურების და კონტრაქტორი კომპანიების ერთობლივი კოორდინაციით ყველა პროექტი დასრულდეს შესაბამის ვადებში და ხალხს მაქსიმალურად გაუადვილდეს გადაადგილება", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში ხიდის ბურჯებისა და კონსტრუქციის გამაგრება, ტროტუარების მოწყობა, მოაჯირებისა და ასფალტის საფარის შეცვლა ხორციელდება.

ამასთან, მათივე ცნობით, უკვე დასრულდა გოგოლის ქუჩისა და ხიდის სრული რეაბილიტაცია და სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 582 ათას ლარს შეადგენს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა