დავით კირკიტაძე - მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით იმყოფება და ყველა მის განცხადებას ელოდება - ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში არსებობს

მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით იმყოფება და ყველა მის განცხადებას ელოდება. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში არსებობს და არსებობს, არც თუ ნაკლები დოზით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, სააკაშვილის თითოეული განცხადება საქართველოზე ფიქრითაა გაჟღენთილი.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიდან ათასობით კილომეტრით შორს იმყოფება, ყველა ელოდება მის განცხადებას. ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში არსებობს და არსებობს, არც თუ ნაკლები დოზით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რა ცვლილებებიც არ უნდა შეიტანონ კანონში, თავის სამშობლოზე ფიქრს მას ვერავინ აუკრძალავს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მისი თითოეული სიტყვა, განცხადება ჩვენს ქვეყანაზე ფიქრით იქნება გაჟღენთილი“, -განაცხადა კირკიტაძემ.

ამასთან, კირკიტაძემ შეაფასა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები და აღნიშნა, რომ პრემიერი საქართველოს მოქალაქეებს ზღაპრებს უყვება და ლამაზი ბანერების ქვეშ, რაღაც განვითარებას უჩვენებს.

„მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის სიღარიბე და სიდუხჭირეა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. ასე, საქართველოს მოქალაქეს არასდროს არ უჭირდა. პრემიერი მათ ზღაპრებს უყვება ტურისტულ ცენტრად ქცევაზე, უჩვენებენ ლამაზი ბანერების ქვეშ, რაღაც განვითარებას. ჩვენ ყოველდღიურად ვატყობთ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება გაუსაძლისი ხდება. 70 მილიონი, რომელიც რუსთავის ბიუჯეტია, ადამიანების სოციალური პრობლემების მოგვარებას არ ემსახურება. ასევე, „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავში ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგა, რომლებმაც შარშან, მათ გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა“, - განაცხადა კირკიტაძემ.

იხილეთ ვიდეო:

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო