ცესკოს თავმჯდომარის ინფორმაციით, არჩევნების დღეს გაკეთებული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას საარჩევნო ადმინისტრაცია უმოკლეს ვადებში დაიწყებს

როგორც კი კენჭისყრის დღე დასრულდება და შესაბამისად, დასრულდება ხმის დათვლის დროს ვიდეოჩანაწერების გაკეთება, მეორე დღიდანვე საარჩევნო ადმინისტრაცია დაიწყებს ვიდეოჩანაწერების განთავსებას საჯარო სივრცეში, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ვიდეოჩანაწერები საიტზე აიტვირთება, რისი ნახვის და გადმოწერის შესაძლებლობა როგოგორც პოლიტიკურ გაერთიანებებს, ასევე ყველა დიანტერესებულ პირს შეეძლება. „დღის მდგომარეობით, გვაქვს მოლაპარაკებები, იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება ორ საერთაშორისო პლათფორმასთან, რომელიც უზრუნველყოფენ ვიდეოჩანაწერების უსაფრთხო განთავსებას. არათუ პოლიტიკურ გაერთიანებებს, არამედ ყველა დიანტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა ეტაპობრივად გაეცნონ ამ ვიდეოჩანაწერებს და ასევე გადმოწერონ.

ეტაპობრივად ვეცდებით უმოკლეს ვადებში იყოს განთავსებული საჯარო სივრცეში, რაც უზრუნველყოფს სანდოობის და გამჭირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენას" , - განაცხადა კალანდარიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა