ტესტერთა საერთაშორისო დღე GeoSTQB-ის ორგანიზებით, „თიბისისა“ და „ჯიტას“ მხარდაჭერით საქართველოში მეორედ აღინიშნება

ტესტერთა საერთაშორისო დღე GeoSTQB-ის ორგანიზებით, „თიბისისა“ და „ჯიტას“ მხარდაჭერით საქართველოში მეორედ აღინიშნება.

ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტესტერთა საერთაშორისო დღემ, საქართველოში მისი აღნიშვნის დასაბამიდან დეველოპერულ კომუნაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რის გამოც, GeoSTQB-ს ორგანიზებით, „თიბისისა“ და GITA-ს ხელშეწყობით, ტესტერთა დღის აღსანიშნავი ღონისძიება 2021 წელსაც ჩატარდება, ერთდღიანი ფორუმი ონლაინ-ფორმატში ჩატარდება ტესტერებისთვის და ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის. დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეეძელბა დასწრება წინასწარი რეგისტრაციით.

„ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეეძლება დასწრება წინასწარი რეგისტრაციით. წლევანდელი ღონისძიება უნიკალურია: ღონისძიებაზე მოხსენებით ქართველი და უცხოელი ექსპერტები გამოვლენ, მათ შორის ISTQB-ის პრეზიდენტი და სფეროს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი ოლივიერ დენოო, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემების ეთიკურ საკითხებს მიმოიხილავს; Slido-ს SDET & QA ლიდერი და Cypress.io-ს ოფიციალური ელჩი, ფილიპ ჰრიქი, რომელიც Cypress-ის მიმართულებით ტესტირების ავტომატიზაციის საწყისებზე ისაუბრებს და პროგრამული უსაფრთხოების ტესტერი ემნა აიადი, რომელიც მსმენელს მოუყვება, თუ როგორ გაიზარდონ ტესტირების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ უცხოელ მომხსენებლებთან ერთად, ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით სფეროს წამყვანი ქართველი ექსპერტებიც გამოვლენ. ღონისძიების ნაწილი ტესტირების შემასწავლებელ ქართულ პლატფორმებს - „თიბისი IT აკადემიას“, GITA-ს, Epam Georgia-ს და Softfan-ს დაეთმობა, რა დროსაც, მათი წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას საკუთარი კურსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 9 სექტემბერს, 13:00 საათზე დაიწყება, ღონისძიების დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა