ვახუშტი მენაბდე - თუ ჩვენ გენერალურ პროკურორს კონსენსუსით ავირჩევთ, ამით მისი და მართლმსაჯულების სისტემის სანდოობას გავზრდით

თუ ჩვენ გენერალურ პროკურორს კონსენსუსით ავირჩევთ, ამით მისი და მართლმსაჯულების სისტემის სანდოობას გავზრდით, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

როგორც მენაბდემ აღნიშნა, პროკურატურა მართლმსაჯულების ნაწილია, რომელიც სახელმწიფოში სამართლებრივ დევნას უძღვება და მის მიმართ უნდა არსებობდეს არა მხოლოდ ერთი პარტიის, არამედ პოლიტიკური სისტემის ნდობა.

„ჩვენ გვაქვს ისეთი სისტემა, სადაც ძალაუფლება კონცენტრირებულია, ის მხარეებს არ უბიძგებს მოლაპარაკებისკენ. ეს უმრავლესობაში უფრო და უფრო მეტი ძალაუფლების მოხვეჭის სურვილს იწვევს, ხოლო ოპოზიციაში ინსტიტუციონალიზებული პოლიტიკური პროცესებისგან უფრო და უფრო დისტანცირების განცდას და ასევე, ამ პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას. ის, რომ ვერასდროს ვერ ვთანხმდებით, ფაქტობრივად, არ დასტურდება. ზოგიერთ შემთხვევაში, როცა პოლიტიკური მხარეები საკმარის ძალისხმევას წევენ, ეს შედეგები მიიღწევა. მე ვერ დავინახე საკმარისი ძალისხმევა ასეთი მოლაპარაკებები რომ წარმართულიყო, როცა ცესკოს-ს თავმჯდომარეს ირჩევდა პარლამენტი, დროც არ იყო საკმარისი. გასაგები იყო, რომ შეთანხმება ვერ მიიღწეოდა იმიტომ, რომ არავინ ეცადა. დავუბრუნდები საკითხს - ჩემი აზრით, გენპროკურორის ერთი წლით არჩევა არის წამახალისებელი მხარეებისთვის. ერთი წლით არჩევა ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული პირი ერთი წლის შემდეგ ხელახლა უნდა ავირჩიოთ. თუ მმართველი გუნდი არჩევნებში დამარცხდა, მან იცის რომ ერთი წლის შემდეგ გამარჯვებულ პარტიას ექნება შესაძლებლობა დანიშნოს პროკურორი. ამიტომ ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ დანიშნოს ნეიტრალური და არა მისთვის სასარგებლო კანდიდატი“, - განაცხადა მენაბდემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო