მიხეილ სააკაშვილი - ამ არჩევნებზე საქართველოში ჩავალ - არც დაპატიმრების მეშინია, რადგან დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გამათავისუფლებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს. ამის შესახებ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლისკენ უცხოეთში მყოფ სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებს.

„პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და ასევე მინდა მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს - ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა - ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში!“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მანვე ისაუბრა მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე.

"ჩემს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ ცნობს. მე დავდივარ ყველგან მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. მიღებენ ყველგან და არასდროს არავის კითხვები არ უჩნდება იმ ე.წ. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ჩემზეა აღძრული საქართველოში. უკვე ესაა ნათელი დადასტურება იმისა, რომ ეს საქმეები არის გაყალბებული და აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული, მაგრამ მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაინთავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში“,- განაცხადა სააკაშვილმა.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა