ირაკლი კობახიძე გენერალური პროკურორის არჩევის საკითხზე - სამართლებრივი თვალსაზრისით ეს არის სიმახინჯე, სიმახინჯეები კონსტიტუციაში არ იწერება

სამართლებრივი თვალსაზრისით ეს არის უბრალოდ სიმახინჯე, სიმახინჯეები არ იწერება ქვეყნის მთავარ კანონში, კონსტიტუციაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გენერალური პროკურორის არჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის „იურიდიულად დამახინჯებული რეგულაცია“, რომელსაც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ანალოგი არ აქვს.

„ახალი ნორმით, რომელიც იყო ჩადებული კანონპროექტში, უმრავლესობას, ჩვეულებრივად, 76 ხმით შეეძლო პროკურორის არჩევა, უფრო მეტიც, პროკურორი აირჩეოდა ერთი წლის ვადით და კონტროლის დამყარების უკეთესი საშუალება ჰქონდა ამ შემთხვევაში უმრავლესობას. ეს არის იურიდიულად დამახინჯებული რეგულაცია და სრული აბსურდი, რომელიც არავითარ არც დამატებით ძალაუფლებას ანიჭებს ოპოზიციას და არც არაფერი. ეს არის უბრალოდ სიმახინჯე. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ითქვა უარი ამ ნორმაზე არის ის, რომ ეს არის უბრალოდ სიმახინჯე. მას არ აქვს არანაირი ანალოგი და პრეცედენტი არცერთ ქვეყანაში, სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ეს არის უბრალოდ სიმახინჯე, სიმახინჯეები არ იწერება ქვეყნის მთავარ კანონში, კონსტიტუციაში. ჩვენ დავაინიცირეთ გამომდინარე იქიდან, რომ ეს სიმახინჯე ეწერა 19 აპრილის შეთანხმებაში, თუმცა ეს შეთანხმება არის ანულირებული. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, სიმახინჯეს ვერ ჩავწერთ კონსტიტუციაში, მადლობა ღმერთს, ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ კონსტიტუციური ჩარჩოების შესაბამისად”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში წარდგენილი პროექტით, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტს გენერალური პროკურორის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით არჩევის შესაძლებლობა ექნება. თუკი პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, ასეთ შემთხვევაში, მას სრული შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებენ. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელი იქნება. ამასთან, როგორც პოლიტიკურ ძალებს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად გახდა ცნობილი, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, შესაძლოა, გენერალური პროკურორის ახალი წესით არჩევასთან დაკავშირებული ნორმის გარეშე მიიღოს.

გენერალური პროკურორის 3/5-ის უმრავლესობით არჩევის საკითხი 7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე გადაწყდება.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“