ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ფილიპინების ელჩს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ფილიპინების ელჩს შეხვდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მედეა ჯანიაშვილმა და ფილიპინების რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარია ელენა ალგაბრემ საქართველოსა და ფილიპინებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო პოსტპანდემიურ პერიოდში ორმხრივი ტურისტული ნაკადების აღდგენას და უსაფრთხო მიმოსვლას.

„ჩვენ გვქონდა გაცნობითი სახის შეხვედრა ფილიპინების ელჩთან. ჩვენ გავუზიარეთ პანდემიის მართვის პროცესი ტურიზმის ინდუსტრიაში. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს წამყვან ტურისტულ პროდუქტებსა და იმ პერსპექტივებზე რაც დაგვეხმარება მოვიზიდოთ ტურისტული ნაკადი ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს