"ჩვენ ტერორისტები არ ვართ" - ამ ლოზუნგით პანკისის ხეობაში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

"ჩვენ ტერორისტები არ ვართ" - ამ ლოზუნგით პანკისის ხეობაში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. დაკავებულების ოჯახის წევრები და ადგილობრივების ნაწილი სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს უნდობლობას უცხადებენ და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

"ჩვენი შვილები არ არიან დამნაშავეები. დღესაც დადის სუს-ი და დაკითხვაზე დაჰყავთ ახალგაზრდები. ხან ახალგაზრდებს გვიკლავენ, ხან იჭერენ. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, დაგვეხმარონ. ვიდეო, რაც გამოაქვეყნა სუს-მა, არასწორად არის ნათარგმნი და სულ სხვა თემაზე ლაპარაკობენ იქ. არ გავჩერდებით, არ არის გამორიცხული შიმშილობა დავიწყოთ", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

ცნობისთვის, სუს-მა პანკისის ხეობის სამ სოფელში სპეცოპერაცია რამდენიმე კვირის წინ ჩაატარა.შედეგად დააკავეს 5 პირი, მათ ტერორიზმის ხელშეწყობა ედებათ ბრალად. დაკავების შემდეგ, სუს-მა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებულ 5 პირთან დაკავშირებით ვიდეო-აუდიო მასალა გაასაჯაროვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს