ალეკო ელისაშვილი - პენსიონერებისთვის საპროცენტო განაკვეთის საკითხის მოწესრიგება წინასაარჩევნოდ ვერ მოესწრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი ადამიანურ პროცენტში აიღებენ სესხს

პენსიონერებისთვის საპროცენტო განაკვეთის საკითხის მოწესრიგება წინასაარჩევნოდ არ და ვერ მოესწრება, მაგრამ მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ 2022 წელს არ შევეგებებით ისე, რომ პენსიონერებს გაცილებით უფრო ადამიანური საბანკო მომსახურება არ ჰქონდეთ და ადამიანურ პროცენტში არ იღებდნენ სესხს, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „მოქალაქეები“ პენსიონერთა მომსახურების ახალი ტენდერის პირობების საკუთარ ვერსიაზე მუშაობს.

„პენსიონერებისთვის საპროცენტო განაკვეთი არ არის მარტივი საკითხი ერთ დღეში რომ გადაწყვეტილიყო, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც გრძელდება. დაახლოებით 2 კვირის წინ იყო ერთობლივი კომისიის სხდომა, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ვესწრებოდით პარლამენტის დეპუტატები, მე და პაატა მანჯგალაძე ვიყავით ოპოზიციიდან. შევთანხმდით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, სოციალური სააგენტო პენსიონერთა მომსახურების ახალი ტენდერის პირობებს წარმოადგენდა. ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა ეს პირობები, ჩვენი პარტია მუშაობს ჩვენეულ ხედვებსა და შეთავაზებებზე, რა უნდა ეწეროს ტენდერის პირობებში, რომ ის გამაოგნებელი და გაუგონარი 36 პროცენტი არ იყოს პენსიონერებისთვის საპროცენტო განაკვეთი, იყოს ადამიანური. ეს პროცესი გრძელდება, ეს წინასაარჩევნოდ არ და ვერ მოესწრება, მაგრამ მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ 2022 წელს არ შევეგებებით ისე, რომ პენსიონერებს გაცილებით უფრო ადამიანური საბანკო მომსახურება არ ჰქონდეთ და ადამიანურ პროცენტში არ იღებდნენ სესხს. ამ პროცესში ჩვენ ვართ ჩართულები, არ მოვეშვებით! სადღაც შუაგზაზე არ მიგვიტოვებია, აუცილებლად ღრმად მწამს ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, ჩვენ ვიბრძოლებთ. შედეგი, იმედი მაქვს, რამდენიმე თვეში იქნება და ეს შედეგი 700 ათას ჩვენი მოქალაქის, პენსიონერის ცხოვრებას გახდის უკეთესს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად