ირაკლი ზარქუა - ბატონ მიშას ველოდებით, საპატიო ყარაულიც მზად არის და ციხეში მივაცილებთ, არ არის პრობლემა

ბატონ მიშას ველოდებით, საპატიო ყარაულიც მზად არის, არის ამის საშუალება და მივაცილებთ (ციხეში), არ არის პრობლემა - მიშა ჩემთვის კარიკატურა და გაკოტრებული პოლიტიკოსია, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან საქართველოში დაბრუნების თაობაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, თუ ის საქართველოში დაბრუნდება, ხელისუფლება ისე მოიქცევა, როგორც ამას კონსტიტუცია კარნახობს.

„მიშა დასეირნობს, ხან სად არის, ხან სად, ამდენი ხანია თავის ამომრჩევლებსაც ატყუებს, მიშა თავისუფლებაზე ვერაფერს აკეთებს და ციხეში რას გააკეთებს? თუ ჩამოვა, როგორც კონსტიტუცია გვკარნახობს, ისე უნდა მოვიქცეთ, თორემ ჩემთვის მეათეხარისხოვანია მიშა, ჩემთვის კარიკატურაა და გაკოტრებული პოლიტიკოსი. თავის ამომრჩევლებში დისბალანსს გამოიწვევს, ზოგს მისი ჩამოსვლა უნდა, ზოგს არ უნდა, მგონი ოპოზიცია მოუწყობს თვითონ საპატიო მიღებას, იმდენად დაიღალა,“ - განაცხადა ზარქუამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება